მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 569 მილიონს გადააჭარბა.
23 ივლისის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 569 მლნ 23 786-ს მიაღწია.
ამას ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები ადასტურებს.
მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მლნ 382 ათას 420 ადამიანი გარდაიცვალა.
ამავდროულად, 20 მილიონზე მეტი ინფიცირების მქონე ქვეყნებში კვლავ შედიან შეერთებული აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.
წყარო: reportal.az