მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 235 მილიონს გადააჭარბა. პლატფორმა worldometers-ის ინფორმაციით, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.8 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსი დაძლია 208 მილიონზე მეტმა ადამიანმა.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.3 მილიონამდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული (44.4 მილიონი შემთხვევა) ჰყავს აშშ-ს. ინფიცირების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ინდოეთი 33.7 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ პოზიციაზეა ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.