მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 300 მილიონს უახლოვდება. ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ 19“-ით 5 461 855 ადამიანი გარდაიცვალა. განიკურნა 254 637 116 პაციენტი. ინფიცირებულთა მაჩვენებლით პირველ ადგილზე ისევ შეერთებული შტატებია, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 19 185 ათასზე მეტ მოქალაქეს დაუდასტურდა.
ვირუსი სწრაფად ვრცელდება ევროპაშიც. განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა დიდ ბრიტანეთში, სადაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 137 ათასს აღემატება. სისტემატურად იზრდება დაავადების შემთხვევები საფრანგეთშიც.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კორონავირუსის მეხუთე ტალღა, პანდემიის ბოლო ტალღა იქნება.
imedinews.ge