უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ემიგრაციამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ვალუტები მსოფლიო რეიტინგში წელს პირველ ადგილზე აიყვანა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
აშშ დოლართან მიმართებაში ყველაზე დიდი ზრდა ტაჯიკეთის, საქართველოსა და სომხეთის ეროვნულმა ვალუტამ აჩვენა.
„რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ამ ქვეყნებში ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე ჩავიდა, რომელთაც სოლიდური ფულად სახსრები ჩაიტანეს. შესაბამისად დამან გამოიწვია ის რომ ქართული ლარი აშშ დოლართან 16%, ტაჯიკური სომონი 10%, ხოლო სომხური დრამი 22%-ით გამყარდა“, - წერს გამოცემა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 60%-ით არის გაზრდილი და $1,75 მილიარდი შეადგინა. სომხეთში, 10 თვეში რუსეთის ფედერაციიდან $2,8 მილიარდი გადაირიცხა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტია.
ტაჯიკეთში ფულადი გზავნილების ოდენობა წლის პირველ ნახევარში 50%-ით გაიზარდა.