მსოფლიოში სურსათის ფასები 0,4 პუნქტით ისევ შემცირდა - FAO

მსოფლიოში სურსათის ფასები 0,4 პუნქტით ისევ შემცირდა - FAO

access_time2022-11-06 16:00:37

მსოფლიოში სურსათის ფასები ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, 0,4 პუნქტით ისევ შემცირდა. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ანგარიშშია ნათქვამი.

 

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა ოქტომბერში 135,9 შეადგინა, მაშინ, როცა სექტემბერში 136,3 იყო. მიმდინარე წლის მარტის პიკთან შედარებით, ინდექსი 14,9%-ით დაეცა თუმცა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2%-ით მეტი დარჩა.

 

მარცვლეულის მსოფლიო ფასების ინდექსი ოქტომბერში სექტემბრის მაჩვენებელზე 1%-ით, ხოლო გასული წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე 11,1%-ით მეტი იყო. წინა თვესთან შედარებით, მსოფლიო ფასები მარცვლეულის ყველა ძირითად სახეობაზე გაიზარდა. კერძოდ, ხორბალი, „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გარშემო არსებული გაურკვევლობის გამო,“ 3.2%-ით გაძვირდა. ფურაჟული, ანუ ცხოველების საკვებად განკუთვნილი მარცვლეულის ფასი 4,3%-ით გაიზარდა.

 

მცენარეულ ზეთებზე ფასების ინდექსი ოქტომბერში, გასულ თვესთან შედარებით, 1,6%-ით, ხოლო წლიური თვალსაზრისით, თითქმის, 20%-ით შემცირდა. FAO-ს ექსპერტები განმარტავენ, რომ ამ ინდექსის მუდმივი ვარდნა გამოწვეულია პალმის, სოიას და რაფსის ზეთებზე მსოფლიო ფასების შემცირებით, რამაც მზესუმზირას ზეთის კოტირების ზრდა ზარალით დააკომპენსირა.


 

რძის პროდუქტების ფასების ინდექსი ოქტომბერში სექტემბრის მაჩვენებელს 1,7%-ით ჩამორჩა. მისი კლება ზედიზედ მეოთხე თვეა, გრძელდება. თუმცა წლიური თვალსაზრისით ფასები 15.4%-ით მეტია. ოქტომბრის დაცემა განპირობებული იყო ჩინეთიდან მოსალოდნელზე დაბალი შესყიდვებითა და სპოტურ კონტრაქტებზე სუსტი მოთხოვნით, რადგან იმპორტიორი ქვეყნების უმეტესობა მიმდინარე მოთხოვნილებებით სრულად იყო დაკმაყოფილებული.

 

ოქტომბერში ხორცის ფასის ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1,4%-ით შემცირდა. ეს დინამიკა უკვე მეოთხე თვეა, შეიმჩნევა და ყველა სახეობის ხორცის მსოფლიო ფასებისთვის არის დამახასიათებელი. თუმცა, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, ინდექსი 6,4%-ით მეტია. ოქტომბერში ყველაზე მეტად ცხვრის ხორცის მსოფლიო ფასები დაეცა, რადგან გაცვლითი კურსის დინამიკისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან მიწოდების სეზონური ზრდის გამო იმპორტის შესყიდვები შეზღუდული მოცულობით ხდებოდა. ასევე, გლობალური იმპორტის შესყიდვების შემცირების შედეგად, მნიშვნელოვნად დაეცა ღორის ხორცის მსოფლიო ფასები, ხოლო ზოგიერთ წამყვან მწარმოებელ ქვეყანაში შიდა მოთხოვნამაც მოიკლო.

 

შაქრის ფასის ინდექსი ოქტომბერში სექტემბრის მაჩვენებელზე 0,6%-ით ნაკლები, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8,5%-ით მეტი იყო. ოქტომბერში შაქრის მსოფლიო ფასების კლება მიმდინარე სეზონისთვის გლობალური მიწოდების ხელსაყრელმა პროგნოზმა, ასევე, ინდოეთში წარმოების მოსალოდნელმა ზრდამ განაპირობა.


bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up