მსოფლიოში TOP5 უძვირესი ბრენდიდან ყველა ამერიკულია

მსოფლიოში TOP5 უძვირესი ბრენდიდან ყველა ამერიკულია

access_time2022-01-27 20:00:07

საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირი, ყველაზე ძლიერი და ყველაზე სწრაფად ზრდადი ბრენდების რეიტინგი წარადგინა.

 

სულ სიაშია 500 ბრენდია და ყველაზე ძვირი ბრენდების ხუთეული მთლიანად ამერიკულია - მასში შევიდნენ Apple ($355 მლრდ. +35%), Amazon ($350 მლრდ.,, +37%), Google ( $263 მლრდ +37%), Microsoft ($184 მლრდ, +31%), და მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო ქსელი, ამერიკული Walmart ($112 მლრდ. +20,5%).

 

მთლიანი ღირებულების კუთხით, ყველაზე ძვირი დარგია მაღალი ტექნოლოგიები - ამ სექტორში მოქმედი ბრენდების ჯამური ღირებულება 1,3 ტრლნ. დოლარია და პანდემიამ ეს ტენდენცია კიდეც უფრო გააძლიერა.

 

მეორე ადგილზეა საცალო ვაჭრობა - 1 ტრლნ. დოლარი. ეს სექტორი პანდემიამდე მე-3 ადგილზე იყო და მას საბანკო სფერო უსწრებდა, მაგრამ ბოლო 2 წლის მანძილზე სავაჭრო ბრენდების ჯამური ღირებულება 46%-ით გაიზარდა.

 


ზრდა დაფიქსირდა ასევე ფარმაცევტულ ბრენდებშიც, განსაკუთრებით ეს კოვიდ-ვაქცინების მწარმოებლებს ეხება - 147-ე ადგილი დაიკავა Johnson & Johnson-მა ($13,4 მლრდ., +24%)., 404-ე AstraZeneca-მ ($5,6 მლრდ, +77%), 352-ზე Pfizer ($6,3 მლრდ., +58%).

 

ყველაზე ძლიერი ბრენდების კატეგორიაში ფასდება ინვესტიციები მარკეტინგში, აქციონერული კაპიტალის ხარისხი და ბიზნესის ეფექტიანობა. უძლიერესი ბრენდების ხუთეულში შევიდნენ ჩინური WeChat, Coca-Cola, Google, YouTube და კორეული საძიებო სისტემა Naver.

 

ამ კატეგორიაში მე-6 ადგილი დაიკავა რუსულმა „სბერბანკმა“, რომელმაც ბრენდის სიძლიერის კუთხით იტალიურ Ferrari-ს გაუსწრო. ყველაზე სწრაფად ზრდადი ბრენდების სიაში პირველი ადგილი დაიკავა ჩინურმა TikTok-მა - მისი კაპიტალიზაცია 2020 წლის შემდეგ 3-ჯერ - 18,7-დან 59 მლრდ, დოლარამდე გაიზარდა. ამის წყალობით მან უძვირესი ბრენდების რეიტინგში მე-18 ადგილი დაიკავა. ამის ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ პანდემიაა - კოვიდ-შეზღუდვების დროს, რომლებიც გაგრძელდა თითქმის მთელი 2020 წელი და 2021 წლის დიდ ნაწილში, სოციალური მედია და ციფრული გართობის სერვისები სტაბილურად იზრდებოდა.

 

TikTok-ის სწრაფი ზრდა მეტყველებს მედიაკონტენტის მოხმარების ცვლილების ტენდენციებზე - ის მომხმარებლებს მარტივ და მსუბუქ გართობას სთავაზობს და ამით პოპულარობა მთელს მსოფლიოში მოიპოვა.

 

ამასთან, ის ლოკდაუნის დროს ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობების საშუალებას აძლევს - მიიჩნევენ Brand Finance-ის ექსპერტები. სწრაფად ზრდადი ბრენდების ხუთეულში ასევე მოხვდნენ Snapchat (+184%), სამხრეთ კორეული მესენჯერი და სოციალური ქსელი Kakao (+161%), პროცესორების ამერიკული მწარმოებელი AMD ( +122%) და ჩინური ავტომწარმოებელი BYD (+100%).

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up