პრაღის მუნიციპალურმა სასამართლომ ჩეხეთის ეროვნული ავიაკომპანია Czech Airlines-ი ბანკროტად გამოაცხადა. ამის შესახებ გამოცემა zdopravy.cz-ი წერს.
პროცესის ინიციატორი თავად ავიაკომპანია გახდა. ჩეხეთის ავიახაზებმა აღიარა, რომ პანდემიის პერიოდში დაგროვებულ ვალებს ვეღარ იხდის.
ავიაკომპანიის ჯამური ვალდებულება 68 მილიონ ევროს შეადგენს. მათ შორის 30 მილიონი ევროს ვალი ჩეხეთის ავიახაზებს მომწოდებლების მიმართ აქვს, 38 მილიონი კი მან გაუქმებული რეისების გამო მგზავრებს უნდა გადაუხადოს.
ჩეხეთის ავიახაზებმა ფლოტიდან ლაინერების უმეტესობა უკვე გაიყვანა და მხოლოდ 3 საჰაერო ხომალდი დატოვა ძირითადი მარშუტების შესასრულებლად, როგორებიცაა : კიევი, პარიზი, მოსკოვი და ამსტერდამი.
პრაღის სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიქმნა საკრედიტო კომტეტი, რომელშიც შედის ჩეხეთის ავიახაზების ტექნიკური მომსახურების ორგანიზაცია, ჩეხეთის უმსხვილესი ბანკი -Česká spořitelna და მსოფლიო საჰაერო სერვისების სააგენტო.
ვარაუდობენ, რომ ჩეხეთის ავიახაზები რეორგანიზაციას განახორციელებს, მოახდენს ვალების რესტრუქტურიზციას და საქმიანობას გააგრძელებს.
ჩეხეთის ავიახაზები - მსოფლიოში უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1923 წელს დაარსდა.
2020 წლის 16 მარტს საკონსულტაციო კომპანია CAPA-მ ივარაუდა, რომ პანნდემიის გამო შესაძლოა მსოფლიოში ავიაკომპანიების უმეტესობა გაკოტრდეს.
biz. liga.net
მარიამ მორგოშია