მსოფლიოში ხორბალი ძვირდება - როდის აისახება ტენდენცია ქართულ ბაზარზე

მსოფლიოში ხორბალი ძვირდება - როდის აისახება ტენდენცია ქართულ ბაზარზე

access_time2021-08-19 18:00:00

ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზმა, რომელიც ხორბლის მოსავლის შემცირებას უკავშირდება, მსოფლიო ბაზარზე პროდუქტის გაძვირება გამოიწვია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსული ხორბლის ფასი 20 დოლარით გაიზარდა და 286-287 დოლარს მიაღწია. (ცნობისათვის, საქართველო ხორბალს ძირითადად რუსეთში ყიდულობს)



როდის აისახება ტენდენცია ქართულ ბაზარზე და გახდება თუ არა საჭირო სუბსიდირების კიდევ ერთი ეტაპი, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა.



ლევან სილაგავას თქმით, არსებული მოლოდინით, რუსული ხორბლის ფასი კვლავ გაიზრდება, ბაზარზე კი ეს მომავალი კვირის შემდეგ აისახება.




,,12 აგვისტოს, გამოქვეყნდა აშშ-ს სოფლის მეურნეობის ანგარიში მსოფლიოში ხორბლის ბალანსის შესახებ. სერიოზულად არის შემცირებული რუსეთის, კანადის და ამერიკისათვის საპროგნოზო მაჩვენებელი და ამის შემდეგ, ეს ასახვა მოხდა საფონდო ბირჟებზე. ევროპაში ე.წ. ფსიქოლოგიური 300-დოლარიანი ნიშნული უკვე გადალახულია, რაც სერიოზული თემაა და წლევანდელი ვაჭრობა სავარაუდოდ, დაძაბული იქნება. ჯერ რუსეთის სამხრეთ რეგიონებში მოსავლის აღება არ დასრულებულა და შესაბამისად, ასახვა სრულად არ მომხდარა. ეს ყველაფერი რუსულ ბაზარზე ალბათ, მომავალი კვირიდან ისახება, რადგან რაც დაკონტრაქტერბული იყო ძველი ფასით მოდის და ამის შემდეგ დაიწყება ზრდა. მოლოდინიც ასეთია, რომ რუსულ ხორბალზე ფასი მოიმატებს.



ერთადერთი დადებითი ტენდენცია ჩვენთან არის ლარის კურსის სტაბილურობა. მოგეხსენებათ, ხორბლის ფასთან ერთად, ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ სექტორში მუშაობს ორი ინდუსტრია ფქვილის და პურის მწარმოებლები. ასეთია საწარმოო ჯაჭვი. ბოლო სუბსიდირების დასრულების შემდეგ მინიმუმ 10 თეთრით გაძვირდა პური, ჩაეტევიან თუ არა ამ ფასნამატში, ამ კითხვის ადრესატი ჩვენ არ ვართ.



რაც შეეხება სუბსიდირებას, ჩვენი ასოციაცია ამას არასოდეს ემხრობოდა. უბრალოდ, ეს იყო ორი სუბიექტის (სახელმწიფოს და მოსახლეობის) სურვილი და გადაწყვეტილება, რაც ჩვენი მეშვეობით განხორციელდა. სუბსიდირების ფორმის არჩევის დროს, პირდაპირ ვამბობ, ჩვენი ასოციაცია წინააღმდეგი იყო ფქვილის სუბსიდირების. სუბსიდირება უნდა მომხდარიყო პურში, მაგრამ ეს ვერ დამენეჯმენტდა, რადგან ბევრად მეტი პურის მწარმოებელი სუბიექტია, ვიდრე წისქვილკომბინატი. ამის შემდეგ, ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა მივიღეთ, არადა, ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ბაზრის მომხრე ვიყავით. ახლა, თუ სუბსიდირება მოხდა, ჩვენი შეთავაზება იქნება, პურში გაკეთდეს სუბსიდირება“,- აცხადებს სილაგავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.



bpn.ge



თეგები:
ხორბალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up