მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საშობაო ნაძვის ხეები

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საშობაო ნაძვის ხეები

access_time2021-12-26 17:00:29

კაშკაშა ბურთებით, ყინვაგამძლე განათებებით და მბზინავი ფერიებით ან ვარსკვლავებით მორთული ნაძვის ხეები საშობაო მაგიასა და დიდებულებას ქმნიან.

მთელ მსოფლიოში, ზოგიერთი მათგანი ცნობილი გახდა თავისი სიდიადით, მიაღწია წარმოუდგენელ სიმაღლეებს და იქცა საშობაო თავშეყრის ადგილად მეგობრებისა და ოჯახებისთვის.

რომელ ქალაქებშია ყველაზე ცნობილი, საკულტო ნაძვის ხეები?

როკფელერის ცენტრის ნაძვის ხე, ნიუ-იორკი, აშშ


საახალწლო ნაძვის ხე ნიუ-იორკში, როკფელერის ცენტრის წინ, ყოველწლიური ტრადიციაა. ისტორია 1932 წლიდან იწყება, როდესაც მან დიდი დეპრესიის დროს იმედის ატმოსფერო შექმნა. ის ასევე გამოჩნდა ორ საშობაო ფილმში: მარტო სახლში და ელფი.

ტრაფალგარის მოედანი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი


ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე, ნაძვის ხე 1947 დგას. ის ყოველწლიური საჩუქარია ნორვეგიისგან მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერისთვის.

საშობაო ნაძვის ხემ წელს კამათი გამოიწვია. ხალხი მის ვიზუალს იწუნებს.


გალერეა ლაფაიეტი, პარიზი, საფრანგეთი


პარიზის ცნობილმა სავაჭრო ცენტრი, Galeries Lafayette, ნაძვის ხის შესანიშნავ გამოფენას აწყობს.

ნაძვის ხე ბრწყინვალე არტ ნუვოს გუმბათის ქვეშ, ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკით არის მორთული. 2021 წლის თემაა „1,2,3... Noel“, რისთვისაც მხატვარმა ლეა შასანმა სათამაშო დეკორი შექმნა, რომელიც ნოსტალგიური საბავშვო სათამაშოებით არის შთაგონებული.

პუერტა დელ სოლი, მადრიდი, ესპანეთი


მადრიდის დიდებული ნაძვის ხე პუერტა დელ სოლში არ არის ბუნებრივი, მაგრამ ისეთივე ლამაზია. 35 მეტრი სიმაღლის კონუსური ლითონის სტრუქტურა ტრადიციული ფიჭვის ციფრული ინტერპრეტაციაა. ტექსტურებისა და ფერების შედეგად მიღებული განათება მას მეტ მომხიბვლელობას სძენს.

საკათედრო ტაძრის მოედანი, ვილნიუსი, ლიეტუვა


შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს ლიეტუვაში, ვილნიუსში ნაძვის ხის შესახებ, მაგრამ მრავალი წელია ის მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზესად არის აღიარებული. ხე რეალურად უფრო ჰგავს ინსტალაციას, რომელიც ყოველი წლის სულისკვეთებას საკუთარი ფორმით ხსნის.

ლაგუნა როდრიგო დე ფრეიტასი, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია.


რიო-დე-ჟანეიროს მცურავი ნაძვის ხე მსოფლიოში ყველაზე დიდია, თუმცა მის ტიტულს უკვე ებრძვის ახალი მცურავი ხე იტალიაში, ტრასიმენოს ტბაზე.


წყარო:  "ბიზნეს ფორმულა"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up