მსოფლიოში ყველაზე დიდი საკონტეინერო გემების TOP

მსოფლიოში ყველაზე დიდი საკონტეინერო გემების TOP

access_time2023-01-25 23:00:42

თანამედროვე ულტრადიდი კონტეინერის გემებს შეუძლიათ 24000 TEU-ზე მეტი გადაზიდვა. მსოფლიო მწარმოებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან და არ წყვეტენ გაოცებას გემების მასშტაბებითა და სიმძლავრით. ამის შესახებ FreightWaves წერს.



ტაივანურმა კომპანია Evergreen Marine-მა გასული წლის ივნისში გაუშვა ყველაზე დიდი საკონტეინერო ხომალდი, სახელწოდებით Ever Alot. უზარმაზარი გემი 24,004 TEU სიმძლავრისაა, რაც ოდნავ მეტია ვიდრე მისი წინამორბედი. ამ შემთხვევაში საუბარია Ever Ace-ზე, რომელიც წყალში 2021 წლის ივლისში ჩაეშვა და მისი სიმძლავრე არის 23,992 TEU.



Ever Alot-ის სიგრძე 400 მეტრზე მეტია, ხოლო სიგანე 62 მეტრი. თუ Ever Alot ვერტიკალურად განთავსდება, მაშინ ის უფრო მაღალი იქნება ვიდრე Empire State Building ნიუ-იორკში. საკონტეინერო გემმა პირველი რეისი შანხაიდან, სადაც ის აშენდა, როტერდამის პორტამდე აგვისტოში შეასრულა, გახდა პირველი გემი, რომელმაც 24000 TEU ბარიერი დაარღვია.



Ever Ace და Ever Alot მიეკუთვნება გემების კლასს, რომელიც ცნობილია როგორც ძალიან დიდი საკონტეინერო გემები (VLC) ან ზედმეტად დიდი კონტეინერის გემები (ULCV). ისინი იმდენად დიდია, რომ მისი გაბარიტების გამო ძლივს ეტევიან პანამის არხში. Taiwan News-ის ანახმად, Ever Ace აშენდა სამხრეთ კორეული კომპანია Samsung Heavy Industries-ის მიერ დაახლოებით 150 მილიონ დოლარად. ჩინეთის Hudong-Zhonghua Shipbuilding-მა კი Ever Alot-ის მშენებლიბისვის, 2019 წელს შეკვეთისას 145 მილიონი დოლარი მოითხოვა.




Ever Alot-სა და Ever Ace-ს მარშუტები ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის გადის.



BBC-ის ანგარიშის თანახმად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში აშენდა 50-ზე მეტი გემი 21000 TEU ან მეტი ტევადობით. მაგრამ ზოგიერთი საზღვაო ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს ასეთი დიდი გემების სიცოცხლისუნარიანობას და ფინანსურ მდგრადობას.
„ამ ძალიან დიდ საკონტეინერო გემებს სჭირდებათ უფრო დიდი საშუალებები და მეტი აღჭურვილობა დასამუშავებლად, რაც პორტებისგან მოითხოვს მეტ დრენაჟს, ახალ საწყობებს, მეტ ამწეებს, მეტ პერსონალს და სხვა“, - აცხადებს ამერიკული ეკონომიკური თავისუფლების პროექტის კვლევის დირექტორი მეთ სტოლერი.



კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ულტრა დიდი საკონტეინერო გემების უმეტესობა ძირითადად ევროპასა და აზიას ემსახურება, არის ის, რომ აშშ-ს პორტების უმეტესობა ძალიან მცირეა მათი განსათავსებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ამ კლასის რამდენიმე დიდი გემი აშშ-ს პორტებში შევიდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up