ხმელთაშუა ზღვის გადამზიდავმა კომპანიამ თავისი გემების მარშრუტი შეცვალა, რათა დაეხმაროს ცისფერი ვეშაპების დაცვას შრი-ლანკას მახლობლად, — აღნიშნულის შესახებ Business Insider-ი წერს.
რეკომენდაცია ამ ნაბიჯს მას შემდეგ გაუწიეს, რაც კვლევამ აჩვენა, რომ მას შეუძლია ხელი შეუწყოს ვეშაპების შეჯახების თავიდან აცილებას.
ცისფერი ვეშაპები, რომლებიც გადაშენების პირას არიან, იზრდებიან 80 ფუტის სიგრძემდე და შეუძლიათ 80 წლის განმავლობაში ცხოვრება.
MSC Mediterranean Shipping Company-მა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა დაეხმაროს ცისფერი ვეშაპების და სხვა ვეშაპისებრი ცხოველებს, რომლებიც ცხოვრობენ და იკვებებიან შრი-ლანკის სანაპიროზე წყლებში, ნავიგაციის სახელმძღვანელოს შეცვლით მეცნიერებისა და საზღვაო სექტორის სხვა ძირითადი აქტორების რჩევის შესაბამისად,“- ნათქვამია MSC-ის განცხადებაში, რომელიც მიწოდებულ იქნა Insider-ისთვის.
MSC-ის თქმით, ეს ქმედება განხორციელდა ცხოველთა კეთილდღეობის საერთაშორისო ფონდის (IFAW) მიერ სხვა ჯგუფებთან და უნივერსიტეტებთან ერთად ჩატარებული კვლევის საპასუხოდ. გემები, რომლებიც გადიან შრი-ლანკის სანაპირო წყლებში, ახლა გაივლიან დაახლოებით 15 საზღვაო მილს სამხრეთით წინა მარშრუტიდან.
ცისფერი ვეშაპების ნახვა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში შრი-ლანკის სამხრეთ წვერზე, ინდოეთის ოკეანეში, რაც იწვევს შეჯახების მაღალ რისკს, რადგან ჩვეულებრივი საერთაშორისო გადაზიდვის ბილიკები გადის ზუსტად იმ ზონაში, სადაც ვეშაპების უმეტესობა იკრიბება.
ვეშაპები ხშირად იღუპპებიან შეჯახების შედეგად და ეს პოპულაცია რისკის ქვეშ იმყოფება.
MSC-ის ნებაყოფლობითი მარშრუტი არ იმოქმედებს სხვა გადამზიდავებზე, მაგრამ იმედოვნებენ, რომ მათი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მუდმივ ცვლილებებს ოფიციალურ გადაზიდვის ხაზში, რაც გავლენას მოახდენს ყველა გემზე. ამ ტერიტორიის ლურჯი ვეშაპების პოპულაციაზე ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ გადაზიდვის ზოლის კორექტირება 95%-ით შეამცირებს გემის ვეშაპზე დარტყმის რისკს, — IFWA-ის თანახმად.
„მარშრუტის შეცვლა არის მთავარი იმედი, რომ ცისფერი ვეშაპების მდგომარეობა შრი-ლანკაში შეცვალოს. აღნიშნული ასევე აჩვენებს შრი-ლანკის მთავრობას, რომ დროა მიიღოს შესაბამისი ზომები- თქვა ნიკოლას ენტრუპმა, OceanCare-ის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორმა.
ცნობისთვის, MSC გახდა ყველაზე დიდი კონტეინერის ხაზი მსოფლიოში ამ წლის დასაწყისში, ფლოტით, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს 4.3 მილიონი სტანდარტული 20 ფუტი კონტეინერი.
წყარო: businessinsider.com