სოტბის აუქციონზე მსოფლიოში ყველაზე დიდი შავი ბრილიანტი - „ენიგმა“, რომელიც 555,55-კარატიანია, £3.16 მილიონად (12 505 779 ლარი) გაიყიდა. იქამდე, მის გაყიდვას £4.4 მილიონზე მეტად ვარაუდობდნენ, - ამის შესახებ BBC წერს.
სოტბის აუქციონის ცნობით, მყიდველმა მისი შეძენა კრიპტოვალუტით გადაიხადა.
თავად აუქციონის ორგანიზატორები ბრილიანტის მფლობელის ვინაობას არ ასაჯაროებენ, თუმცა, კრიპტოვალუტის ერთ-ერთმა მწარმოებელმა, რიჩარდ ჰართმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამიერიდან ბრილიანტი მისი საკუთრებაა.
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, „ენიგმა“ მეტეორიტის დაცემის შედეგად წარმოიქმნა, თუმცა ზოგი მიიჩნევს, რომ ეს ალმასის ასტეროიდის ნაწილია, რომელიც დედამიწას შეეჯახა. დაუმუშავებელი ქვის წონა 800 კარატს შეადგენდა. „ენიგმას“ დამუშავებას რამდენიმე წელი დასჭირდა და, იმის მიუხედავად, რომ ქვის ზომა შემცირდა, ის მსოფლიოში უმსხვილეს ბრილიანტად რჩება.
imedinews.ge