„მსოფლიოში ყველაზე გრძელი“ მარშრუტის ავტობუსით გავლას 56 დღე დასჭირდება

„მსოფლიოში ყველაზე გრძელი“ მარშრუტის ავტობუსით გავლას 56 დღე დასჭირდება

access_time2023-04-02 20:13:34

ინდური საექსპედიციო კომპანია Adventures Overland გეგმავს წამოიწყოს, მსოფლიოში ყველაზე გრძელი ავტობუსით მოგზაურობა სტამბულიდან ლონდონამდე. 


ავტობუსი სტამბულიდან აგვისტოში დაიძვრება და 30- მდე მგზავრს ლონდონში 56 დღეში  ჩაიყვანს. მოგზაურობა მოიცავს 22 ქვეყნის დათვალიერებას თურქეთის უდიდესი ქალაქიდან, ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპის, სკანდინავიისა და დასავლეთ ევროპის გავლით, მოგზაურობა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ლონდონში დასრულდება.


მგზავრები ავტობუსით 12 000 კილომეტრიან მარშრუტს დაფარავენ, მოგზაურობა ასევე მოიცავს ფინეთის ყურის ბორნით გადაკვეთას, ჩრდილოეთ კონცხის მონახულებას( ნორდკაპი) და კრუიზის ნორვეგიის ფიორდების გასწვრივ.


მოგზაურობის  სრული პაკეტი 24 300 დოლარი ღირს და ფარავს  საუზმეს, ლანჩსა და ვახშამს  ასევე სასტუმროებში განთავსებას.


მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსით ორთვიანი მგზავრობა ზოგიერთისთვის შეიძლება დიდად მიმზიდველად არ ჟღერდეს, მანქანას აღწერენ, როგორც „სპეციალურ ძვირადღირებულ ავტობუსს, რომელიც შექმნილია კომფორტულ, შორ მანძილზე მგზავრობისთვის“.




ბორტზე მყოფებს შეეძლებათ დაისვენონ საწოლზე რეგულირებადი სავარძლების მეშვეობით „ფეხის დიდი ადგილით“ და ისარგებლონ AUX და USB პორტებით, დასაკეცი უჯრით და ბოთლებისა და ჭიქების დამჭერებით. თითოეულ მგზავრს უფლება აქვს თან იქონიოს ორი „სრული ზომის ჩემოდანი“.




სპეციალური ძვირადღირებული ავტობუსი


ავტობუსი ლონდონში შეიმუშავეს როგორც Adventures Overland-ის ყოველწლიური გზის ლონდონის მარშრუტის ალტერნატივა, იგი ნაწილობრივ შთაგონებული  იყო Hippie Trail-ის ავტობუსებით, რომლებმაც 1950-იან და 1960-იან წლებში მოიარეს მთელ მსოფლიო. 


ეს მარშრუტი 2021 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის მოიცავდა ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მიანმარი, ჩინეთი და რუსეთი, რომელიც ამჟამად დაკეტილია საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.


Adventures Overland მეწარმეებმა თუშარ აგარვალმა და სანჯაი მადანმა ჯერ კიდევ 2012 წელს დააფუძნეს. 



თეგები:
ავტობუსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up