მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში სახელმწიფოს თანამონაწილეობა განახლებული PPA-ით გაგრძელდება

მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში სახელმწიფოს თანამონაწილეობა განახლებული PPA-ით გაგრძელდება

access_time2022-06-24 11:00:59

მთავრობა ჰესების სახელმწიფოს მონაწილეობით მშენებლობას გეგმავს, რათა ის მხოლოდ კერძო ინვესტორის არ იყოს ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და იქვე დასძინა, რომ მთავრობა აპირებს ე.წ PPA ანუ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები დააბრუნოს, რაზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით უკვე 5 წელია მორატორიუმია გამოცხადებული.


„ენერგეტიკის განვითარება  მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ სავალუტო ფონდთან. 2 თვის წინ დავაანონსე, რომ გვინდა ენერგეტიკის განვითარების ახალი პროგრამა შევთავაზოთ ჩვენს ინვესტორებს. რა თქმა უნდა PPA მექანიზმის დაბრუნებას ვაპირებთ. გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკურ ზრდას და ჩვენ პირიქით გვაქვს. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და გენერაცია ვერ ეწევა. ყოველ წელს იზრდება იმპორტირებული ელ. ენერგის წილი, რაც დიდი პრობლემაა. ჩვენ გვაქვს 26 000 მდინარე და ქვეყანას აქვს უზარმაზარი ჰოდრო პოტენციალი. ამას ემატება ქარის და მზის ელექტროსადგურების განვითარება. დღეს 13 ქარის და 31 მზის სადგურის განვითარების თაობაზე მემორანდუმები უკვე გაფორმებულია“, ამბობს პრემიერი.


თუმცა, რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გააფორმებულ მემორანდუმში, რომელიც ქვეყნისთვის $280 მილიონიანი დახმარების გაწევას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში სახელმწიფოს არათუ თანამონაწილეობაზეა საუბარი, არამედ პირიქით, მათი ფისკალური რისკების შემცირებაზეა ხაზგასმა. გარდა ამისა, მემორანდუმის მიხედვით, მთავრობა გეგმავს შეიმუშავოს განახლებადი ენერგიის გენერაციის ობიექტების მხარდამჭერი სქემა, რომელიც ფისკალურ რისკებს ზღუდავს და სანამ ახალი სქემა ამოქმედდება, თავს შეიკავებს ახალი PPA-ების და განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერის სხვა ფორმებისგან. მთავრობა ასევე პირობას დებს, რომ შეეცდება გააუქმოს წარსულში გაცემული PPA ხელშეკრულებები, რაც იმ პროექტებს შეეხება, რომლებიც არ მუშაობენ.


ენერგეტიკოსი გია არაბიძე „კომერსანტთან“ მთავრობის ორ ურთიერთგამომრიცხავ განაცხადს აფასებს და ამბობს, რომ მთავრობა არა ძველის დაბრუნებაზე, არამედ ახალ PPA ხელშეკრულებაზე საუბრობს, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრო უკვე აქტიურად მუშაობს.



„ის PPA-ები რა სახითაც ადრე იყო აღარ დაბრუნდება, რადგან ფორმა არ ვარგოდა, მართალია დაინტერესება ინვესტორების მხრიდან დიდი იყო, თუმცა ბევრი ხარვეზის გამო სავალუტო ფონდმა მორატორიუმი დაგვიწესა. 


რაც შეეხება მთავრობის განცხადებას და მემორანდუმში არსებულ ინფორმაციას, აქ საუბარი არის სწორედ იმ ახალ PPA ხელშეკრულებებზე, რომელზეც დღეს ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს. ეს იდეა, მას შემდეგ გაჩნდა რაც ინვესტიციები ამ მიმართულებით შემცირდა, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა შეექმნა დოკუმენტი რომელიც მათ წაახალისებს. ის გაუქმდება და დაახლოებით შემოდგომისთვის, წესით, ახალი დოკუმენტი უნდა იყოს მზად, თუმცა დეტალები ჩემთვის ამ ეტაპზე უცნობია. ერთადრთი ვიცი, რომ ის რაც დღეს საქართველოშია ანუ შეღავათები, წახალისებები და ა.შ. არასაკმარისია და არც იმ ფორმით გადმოტანაა ჩვენთვის მისაღები, რაც მაგალითად გერმანიაშია, ამის თავი ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ აქვს. შესაბამისად, უნდა მოიძებნოს და ეძებენ იმ ვარიანტს რაც არ იქნება ძველის მსგავსი, თუმცა იქნება იმაზე უკეთესი რაც ახლაა, დაველოდოთ“,  აღნიშნა გია არაბიძემ.


2017 წლიდან სახელმწიფოს ენერგეტიკული პროექტების ინვესტორებთან გარანტირებული შესყიდვების მემორანდუმების გაფორმება შეზღუდული აქვს. აღნიშნული ხელშეკრულებებით, რომელთაც PPA ტარიფები ეწოდება, მთავრობა ინვესტორს პროექტის განხორციელების ფინანსურ რისკებს უზღვევდა და იძლეოდა გარანტიას, რომ ჰესის აშენების შემდეგ წინასწარ დადგენილ ტარიფად შეეძინა ელექტროენერგია. მას შემდეგ რაც IMF-მა მსგავს კონტრაქტებში სერიოზული ფინანსური რისკები დაინახა, მთავრობას ასეთი მემორანდუმების გაფორმების რეკომენდაცია არ მისცა. 2017 წელს გამოცხადებული მორატორიუმის დროს მხოლოდ ორი გამონაკლისი დაიშვა, ეს იყო ხორომხეთი ჰესის პროექტი და ნამახვანის კასკადის პროექტი.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up