უცხოელები საქართველოში შეძენილ უძრავ ქონებას აქტიურად ყიდიან

უცხოელები საქართველოში შეძენილ უძრავ ქონებას აქტიურად ყიდიან

access_time2021-11-19 11:00:30

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი უცხოელებისთვის მიმზიდველებას კარგავს. თუკი რამდენიმე წლის წინ ვსაუბრობდით, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის უძრავი ქონების მიმართ დიდ ინტერესს იჩენდნენ და ბაზარზე მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდნენ, ეს მიმზიდველობა ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად არ შეიმჩნევა. როგორც FINDARTES International Real Estate -ის გაყიდვების დირექტორი დავით გრიგალაშვილიკომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, უცხოელების ის ნაწილი, რომელსაც სხვადასხვა დროს საქართველოში არასასოფლო სამეურნეო მიწებს და სხვა ტიპის უძრავ ქონებას ფლობდა, ბაზრიდან გასვლას ცდილობს.



,,არასასოფლო დანიშნულების მიწების გაყიდვები გახშირდა. ამ მხრივ განსაკუთრებით უცხოელები აქტიურობენ. შეიძლება ითქვას, ყოველი 100 ადამიანიდან, ვისაც უძრავი ქონების გაყიდვა სურს, 70% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ეს ის კატეგორიაა, ვინც წლების წინ შეძენილ ქონებას ჰყიდის და ტოვებს საქართველოს. ტენდენცია შესამჩნევია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც, განსაკუთრებით კახეთსა და აჭარაში, სადაც ერთ დროს ძალიან  მაღალი მოთხოვნა იყო. მაგალითისთვის, თუკი პანდემიამდე ირანელები აქტიურობდნენ, უკვე მიდიან და თურქეთში ყიდულობენ უძრავ ქონებას. აჭარის რეგიონი ძირითადად უკრაინელებსა და რუსებზე იყო გათვლილი, მაგრამ უკვე ისინიც აღარ შემოდიან. ბევრს ჰქონდა უძრავი ქონება შეძენილი ,,ორბში“, მაგრამ უკვე გაყიდვას ცდილობენ. პანდემიამ ამ ბიზნესს ძალიან შეუშალა ხელი. თამამად შეიძლება თქმა, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი უცხოელებისთვის უკვე აღარ არის მიმზიდველი. ეს განპირობებულია შეზღუდვებითაც, რაც ქვეყანამ უცხოელი მოქალაქეებისთვის დააწესა“, - ამბობს დავით გრიგალაშვილი ,,კომერსანტთან“.



ცნობისთვის,  FINDARTES International Real Estate უძრავი ქონების სერვისების სფეროში პროფესიონალთა გუნდს და დეველოპერებს წარმოადგენს და  უძრავი ქონების მფლობელებსა და საცალო მომხმარებლებს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობს.




FINDARTES ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის სერვისი გულისხმობს სტრატეგიულ კონსულტაციას, გაყიდვების „აუთსორსინგს“ , პროექტების მარკეტინგს, მენეჯმენტს და კვლევებს.



როგორც ცნობილია, 2021 წლის 12 მაისიდან საქართველოს კანონში “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” ცვლილებები შევიდა. ახალი რეგულაციებით უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების პირობები კიდევ უფრო გამკაცრდა. 



კანონპროექტს, რომლის ინიციატივა 2021 წლის 4 თებერვალს საქართველოს პარლამენტის წევრ მიხეილ სარჯველაძეს ეკუთვნის, სამივე მოსმენით ეყარა კენჭი და ორი თვის ვადაში, მალევე დამტკიცდა. 



შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით,მიწის გასხვისება აკრძალულია პირზე, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up