ამერიკული მსხვილი ინტერნეტ-გამოცემა BuzzFeed, რომელიც სპეციალიზებულია ახალ ამბებსა და ვირუსულ კონტენტზე, აცხადებს, რომ მათი გარკვეული მასალების ავტორი ნეირო ქსელი ChatGPT-ია. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, სარედაქციო პოლიტიკაში ცვლილება მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც BuzzFeed-მა 180 ჟურნალისტი გაათავისუფლა, რაც კომპანიის მთლიანი პერსონალის 12%-ია. ოფიციალურად კი ითქვა, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება „ეკონომიკური პერსპექტივის გაუარესებით“ იყო მოტივირებული.
BuzzFeed-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იონ პერეტიმ განაცხადა, რომ ChatGPT დაიწყებს პერსონალიზებული ტესტებისა და ვიქტორინებისთვის ტექსტების დაწერით. თუმცა, სამომავლოდ პერეტი აპირებს, რომ ნეირონულ ქსელს სრულფასოვანი სარედაქციო მასალების შექმნაც მიანდოს.
ამავდროულად, BuzzFeed-ის ხელმძღვანელმა დაარწმუნა მკითხველები და ინვესტორები, რომ მიუხედავად ChatGPT-ის „დაქირავებისა“, მედია გააგრძელებს ფოკუსირებას ადამიანის მიერ შექმნილ ჟურნალისტიკაზე.