2022 წლის 9 თვის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედმა ხუთმა მსხვილმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან თითქმის 13 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შემოსავლიდან, ხუთეულში არსებული მისო-ებიდან პირველ ადგილას „რიკო ექსპრესი“, მეორეზე კი „კრისტალია“.
ვალუტის გაცვლიდან მიღებული შემოსავლის მოცულობის მიხედვით, ტოპ მისო-ების მონაცემები ასეთია:
„რიკო ექსპრესი“ — 7.9 მლნ ლარი;
„კრისტალი“ — 4.3 მლნ ლარი;
„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ (ემბისი) — 618.9 ათასი ლარი;
„ლაზიკა კაპიტალი“ — 54 ათასი ლარი;
„სვის კაპიტალი“ — ზარალი 135 ათასი ლარი.
მიმდინარე წელს ყველაზე მეტი სესხი 420.5 მლნ ლარი, წელს „რიკო ექსპრესმა“ გასცა, მეორე ადგილზე 380 მლნ ლარამდე სესხით „კრისტალია“, ხოლო სამეულს „სვის კაპიტალი“ ასრულებს 159 მლნ ლარის სესხით. მოთხე ადგილზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალია (ემბისი) 86.4 მლნ ლარით, ხოლო მეხუთეზე „ლაზიკა კაპიტალი“ 67.9 მლნ ლარით.
რაც შეეხება მიკროსაფინანსოების აქტივებს და კაპიტალს, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით შემდეგნაირად გამოიყურება:
„რიკო ექსპრესი“ — აქტივები 522.3 მლნ. ლარი, კაპიტალი 281.9 მლნ. ლარი;
„კრისტალი“ — აქტივები 433 მლნ. ლარი, კაპიტალი 73.3 მლნ. ლარი;
„სვის კაპიტალი“ —.აქტივები 171,9 მლნ ლარი, კაპიტალი 64.5 მლნ ლარი;
„ემბისი“ — აქტივები 97,2 მლნ ლარი, კაპიტალი 19.2 მლნ. ლარი;
„ლაზიკა კაპიტალი“ — აქტივები 78 მლნ. ლარი, კაპიტალი 13.3 მლნ. ლარი.