მთავარი ბანკირის 7 წელი - როგორ აფასებენ ექსპერტები კობა გვენეტაძის პრეზიდენტობას

მთავარი ბანკირის 7 წელი - როგორ აფასებენ ექსპერტები კობა გვენეტაძის პრეზიდენტობას

access_time2023-02-20 10:00:01

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რამდენიმე დღეში უფლებამოსილების ვადა ეწურება. შვიდწლიანი ხელმძღვანელობის მთავარ მიღწევად კობა გვენეტაძე ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას მიიჩნევს. 


საქართველოს მთავარი ბანკირი სებ-ის პრეზიდენტობას დიდ პრივილეგიას უწოდებს და არ ნანობს, რომ ეს პასუხისმგებლობა იტვირთა. თუმცა, მისთვის გულდასაწყვეტია, რომ საქართველომ ვერ მოახერხა მისი პრეზიდენტობის დროს საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, რასაც არაერთ სერიოზულ გამოწვევას, მათ შორის კორონავირუსს და რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებს.


მაღალი ინფლაცია, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, დედოლარიზაცია და გაუფასურებული ლარის კურსი კობა გვენეტაძის კრიტიკის მიზეზი არაერთხელ გამხდარა. თუმცა სპეციალისტთა მეორე ნაწილი მისი პოლიტიკით კმაყოფილია და იმედოვნებენ რომ, მომავალი პრეზიდენტი ამ კურსიდან არ გადაუხვევს.


საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ აუცილებელია ეროვნული ბანკის ასეთი გამჭვირვალობა შენარჩუნდეს, ასევე უნდა გაგრძელდეს ის ინოვაციური პროექტები, რომელიც კობა გვენეტაძის დროს დაიწყო.


„ძალიან რთული შესაფასებელია იმ თვალსაზრისით, რომ ის მარეგულირებელია და საბანკო ასოციაცია კომერციული სექტორი. შინაარსობრივად მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობა, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს, კვლავ ჰქონდეს. საჭიროა მუდმივად, მათ შორის რთულ საკითხებთან მიმართებაშიც დისკუსია გამართონ საფინანსო სექტორთან. ასევე მნიშვნელოვანია ის ინოვაციური პროექტები, რომელიც მიმდინარეობს ეროვნულ ბანკში“,  განმარტა ალექსანდრე ძნელაძემ.


„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ეროვნული ბანკის მუშაობას დადებითად აფასებს. როგორც ის „კომერსანტთან“ განმარტავს, ეროვნული ბანკის მიდგომა იყო საკმაოდ მკაცრი, თუმცა მაღალი ინფლაციის პირობებში მონეტარული პოლიტიკა სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო.



„ეროვნული ბანკის მუშაობა შეიძლება საბოლოო ჯამში დადებითად შეფასდეს. საქართველოს ეკონომიკას რთული პერიოდი მოუწია და საჭირო იყო საკმაოდ ხისტი და რთული ნაბიჯების გადადგმა, როგორც მაკროეკონომიკური თვალსაზრისით ასევე საბანკო რეგულაციების კუთხით. კრიზისებს სებ-მა და მისმა ხელმძღვანელობამ საკმაოდ კარგად გაართვა თავი, შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, თუმცა ვისურვებდი, რომ ეს დამოუკიდებლობა უფრო მეტი ყოფილიყო. კობა გვენეტაძის მოსვლის დღიდან მნიშვნელოვანი იყო ფინანსური განათლების ამაღლება, რა კუთხითაც არაერთი კარგი ნაბიჯი გადაიდგა, ამის შედეგები უფრო გრძელვადიან პერიოდში გამოჩნდება.


ეროვნული ბანკის მიდგომა იყო საკმაოდ მკაცრი, თუმცა მაღალი ინფლაციის პირობებში მონეტარული პოლიტიკა უნდა ყოფილიყო ასეთი. ინფლაციის დაბრალება ეროვნული ბანკისთვის არ იქნება სწორი, ეს უფრო საგარეო ფაქტორებით იყო გამოწვეული, ხოლო რაც შეეხება საშინაო ფაქტორებს, ისრები ამ შემთხვევაში უფრო მეტად მთავრობისკენ უნდა მივმართოთ. რაც შეეხება საბანკო რეგულაციებს ამ მიმართულებით სებ-ი მკაცრი იყო, თუმცა ის უფრო მომხმარებელთა ინტერესებს ითვალისწინებდა. ვფიქრობ, დედოლარიზაციაც სწორი გადაწყვეტილებაა“,  ამბობს გიორგი კეპულაძე.


საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს ეკონომიკაზე დადებითი გავლენა არ მოუხდენია.


„კობა გვენეტაძის შვიდი წელი არაფრისმომცემი იყო და ეკონომიკაზე დადებით გავლენას ვერ ახდენდა, შესაბამისად ქვეყანა ვერ გრძნობდა საერთოდ ჰქონდა თუ არა ეროვნული ბანკი. თუმცა, სებ-ის ხელმძღვანელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბრძანებების პირნათლად შემსრულებელი აღმოჩნდა. ეკონომიკა თავისით ვითარდებოდა, ეროვნულ ბანკს კი, სულ სხვა პრობლემები აწუხებდა. ასე რომ, უსახური 7 წელი იყო. წლებია წვალობენ და გვატყუებენ, რომ შემდეგ თვეში, კვარტლაში, მომავალ წელს მიაღწევენ ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლებს და ეს შედეგი არასოდეს დგება.


ეროვნულ ბანკს არც ხალხში და არც ბიზნესში ავტორიტეტი არ აქვს, რადგან ვერც ინფლაციას თოკავს და ვერც ვალუტის გაცვლით კურსს არეგულირებს. ლარი რომ გამყარებულია, ეს ეროვნული ბანკის დამსახურება ნამდვილად არ არის, ეს რუსული ფულის გავლენაა. ძალიან რთულია იმის თქმა, რომ ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკას რაღაც დადებითი შემატა“, - აღნიშნა ლია ელიავამ.


საბანკო სფეროს კიდევ ერთი ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი კი ფიქრობს, რომ ბოლო წლებში ქვეყანამ ბევრი კრიზისი გამოიარა, ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებდა, თუმცა საგარეო ფაქტორების დიდი გავლენის გამო შედეგი უმნიშვნელო იყო.


„საქართველოს შეეძლო გაეკეთებინა მხოლოდ ის, რისი გაკეთებაც შეძლო კობა გვენეტაძემ. 7 წლის განმავლობაში საქართველოზე გაცილებით უფრო ძლიერი იყო საგარეო ეფექტები, ვიდრე საშინაო. არსებობდა მთელი რიგი შოკები, რომლის გამკლავებაც ძნელი იყო იმ რესურსების პირობებში, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა.


მეორე მხრივ, კობა გვენეტაძე მიჰყვებოდა იმ ტრადიციულ და ყველასთვის ცნობილ გზას, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფალ მცურავ კურსს და ახორციელებდა პერიოდულ ინტერვენციებს. ინფლაციაზე მონეტარული პოლიტიკით მოქმედებდა, საბანკო სტაბილურობას კი მაქსიმალურად უფრთხილდებოდა და ინარჩუნებდა. შედეგების რა მოგახსენოთ, ყველა ვხედავთ და ჩვენს ჯიბეზე ვგრძნობთ, ორნიშნა ინფლაციას“, - ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ, საბჭო განიხილავს ახალი პრეზიდენტის საკითხს და შეარჩევს კანდიდატურას, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება. იმისათვის რომ პიროვნება გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ის უნდა იყოს საბჭოს წევრი. ეროვნული ბანკის საბჭოში ამჟამად, 9-ის ნაცვლად, 8 წევრია: კობა გვენეტაძე, არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა, ნიკოლოზ გაგუა, ნათია თურნავა, ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა, რობერტ სინგლეტარი. გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი, შესაძლოა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ დაიკავოს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up