მთავარი ეკონომიკური მოვლენები 27 აპრილის დილისთვის

მთავარი ეკონომიკური მოვლენები 27 აპრილის დილისთვის

access_time2022-04-27 10:25:12

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.


რუსული აგრესია


ბიზნეს ინსაიდერი: რუსეთი აჩერებს გაზის მიწოდებას პოლონეთში, რაც რუსეთ–ევროკავშირს შორის ესკალაციის ნიშანია.


FT: რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთში გაზის მიწოდებას წყვეტს.


პოლონეთის კლიმატის და გარემოს დაცვის მინისტრი ტვიტერზე: პოლონეთს აქვს გაზის საჭირო რეზერვები და მიწოდების წყაროები, რომლებიც იცავს ჩვენს უსაფრთხოებას - ჩვენ წლების განმავლობაში ფაქტობრივად დამოუკიდებლები ვართ რუსეთისგან. ჩვენი მარაგები სავსეა 76%-ით. პოლონეთის სახლებში გაზის დეფიციტი არ იქნება.


ნავთობი და სანქციები


ბიზნეს ინსაიდერი: რუსეთის უმსხვილესმა სახელმწიფო ნავთობის მწარმოებელმა როსნეფტმა ვერ გაყიდა 37 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი, რადგან კომპანიები ერიდებიან სანქციებს უკრაინაში ომის ფონზე.


FT. Trafigura, ენერგორესურსებით მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მოვაჭრე, შეწყვეტს ნავთობის ყველა შესყიდვას რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ისგან, რათა თავიდან აიცილოს ევროკავშირის სანქციები. 15 მაისიდან ნავთობის შესყიდვები როსნეფტიდან და კრემლის მიერ მხარდაჭერილი გაზპრომიდან იქნება ნებადართული ევროკავშირის მიერ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩაითვლება აუცილებლად რეგიონისთვის კრიტიკული ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად.


ბიზნეს ინსაიდერი: შეერთებულმა შტატებმა განსაკუთრებულად გაზარდა თავისი ნედლი ნავთობის მიწოდება ევროპაში, რათა ხელი შეუწყოს რუსული მიწოდების უმტკივნეულო ჩანაცვლებას.



FT: გერმანიამ განაცხადა, რომ მას შეუძლია რამდენიმე დღეში დაასრულოს დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე. მანამდე ბერლინი ამბობდა, რომ ამას წლის ბოლომდე დრო დასჭირდებოდა.


რუსეთის აგრესიის შედეგები


მსოფლიო ბანკის ბლოგი: უკრაინის ომმა დიდი შოკი მოახდინა სასაქონლო ბაზრებზე, შეცვალა ვაჭრობის, წარმოებისა და მოხმარების გლობალური მოდელები ისე, რომ შესაძლოა ფასები ისტორიულად მაღალ დონეზე 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდეს.


IMF ანგარიში:  ეკონომიკური ზრდა ნელდება აზიაში, სადაც მთავრობები რთული დილემის წინაშე დგანან. მათ უნდა დაიცვან მოწყვლადი ფენები საწვავის და საკვების ხარჯების გაზრდისგან და გაატარონ ეკონომიკური რეფორმები გრძელვადიანი ზრდის სტიმულირებისთვის. აზიასა და წყნარ ოკეანეთში ეკონომიკური ზრდა წელს შენელდება 4,9%-მდე, გასული წლის 6,5%-იანი პროგნოზის ნაცვლად, უკრაინის ომის, პანდემიისა და მზარდი საპროცენტო განაკვეთების ფონზე.

შრომის ბაზრები პანდემიის შემდეგ სწრაფად აღდგა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. მიუხედავად ამისა, აღდგენა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ქვეყნების, სექტორების და მოსახლეობის ჯგუფების მიხედვით.


UN DESA. დიდი ფინანსური პრობლემები განვითარებად ქვეყნებს ნაკლებ შესაძლებლობას უტოვებს კრიზისებზე რეაგირების და მდგრად განვითარებაში ინვესტირების მიმართულებით. საშუალოდ, განვითარებული ქვეყნები შემოსავლის 3,5 პროცენტს იყენებენ საკუთარი დავალიანების პროცენტის გადასახდელად, მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების შემოსავლის 14 პროცენტთან შედარებით.


LDC-ების და სხვა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების დავალიანებების დაახლოებით 60 პროცენტი ახლა შეფასებულია მაღალი რისკის მატარებლად, რაც გაორმაგებულია 2015 წლის 30 პროცენტთან შედარებით. უკრაინის კონფლიქტი აძლიერებს სტრესებს ენერგორესურსებისა და საქონლის გაძვირების მიმართულებით. ასევე, მიწოდების განახლებული ჯაჭვების გამო შეფერხებები, მაღალი ინფლაცია დაბალ ზრდასთან ერთად და ფინანსურ ბაზრებზე არასტაბილურობა მიმდინარე პრობლემებად რჩება.


ბიზნეს ინსაიდერი: ინდონეზია კრძალავს პალმის ზეთის ექსპორტს და უკრაინამ შესაძლოა დაკარგოს მარცვლეულის მოსავლის ნახევარი, ინსაიდერი ექსპერტებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სასურსათო უსაფრთხოება ახლა მთავარი საყურადღებო თემაა.


EBRD ტვიტერზე: „ახლა თქვენ იხილავთ საერთაშორისო თანამეგობრობის დიდ მობილიზაციას“, - ამბობს ორგანიზაციის პრეზიდენტი. იგი აღნიშნავს, რომ „ყველა ფიქრობს უკრაინის მარშალის გეგმის მსგავს მოდელზე, როგორიც ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა.

----

ბიზნეს ინსაიდერი: Google-მა აღადგინა სამუშაო შეთავაზებები სტუდენტებისთვის რუსეთში. მანამდე ეს სერვისი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო გაუქმდა. თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს მოხდება უსაფრთხოებისა და სანქციების მოთხოვნების სრული დაცვით, თუმცა ბოლომდე ნათელი არ არის, ეს შეეხება რუსეთის მოქალაქეებს თუ რუსეთში დროებით მცხოვრებ საერთაშორისო სტუდენტებს.   


ბიზნეს ინსაიდერი: ამერიკელები თავიანთი შემოსავლის თითქმის მესამედს ხარჯავენ იპოთეკურ სესხებზე - ყველაზე დიდი წილი 2007 წლის შემდეგ ახლა ფიქსირდება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up