მთავარი ფაქტორი გაძვირების ნაწილში მაინც გაზრდილი თვითღირებულებაა - არსი

მთავარი ფაქტორი გაძვირების ნაწილში მაინც გაზრდილი თვითღირებულებაა - არსი

access_time2022-10-19 09:30:01

დეველოპერულ კომპანია „არსში“ ელიან, რომ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები მომავალშიც მზარდი იქნება.

როგორც კომპანიაში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, მართალია ბოლო პერიოდში სამშენებლო მასალებზე ფასები დასტაბილურდა, თუმცა გასული თვეების განმავლობაში მშენებლობის გაზრდილი თვითღირებულება ბინების ფასში სრულად არაა ასახული. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ როგორც წლის ბოლომდე, ასევე მომავალ წელს საცხოვრებელი ბინები დამატებით გაძვირდება.


ამასთან, „არსის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, თუკი მომავალ წელს მიგრანტების მხრიდან მოთხოვნა გასაყიდ ბინებზეც მაღალი იქნება, ეს ფასებს კიდევ უფრო გაზრდის.



„წლის დასაწყისში ბინებზე ფასების ზრდის მთავარი მიზეზი გაძვირებული სამშენებლო მასალები იყო, ეს ტენდენცია წლის განმავლობაშიც გაგრძელდა. თუმცა მოთხოვნა არ შემცირებულა, რასაც მათ შორის ხელი შეუწყო იმ ფაქტორმა, რომ მიგრანტების მიერ გაზრდილმა მოთხოვნამ ქირის ნაწილში ბიძგი მისცა უფრო მეტი ბინის საინვესტიციოდ, ანუ შემდგომი გაქირავების მიზნით გაყიდვას. მთავარი ფაქტორი გაძვირების ნაწილში მაინც გაზრდილი თვითღირებულებაა. ჩვენ ვნახეთ, რომ მშენებლობის თვითღირებულება დაახლოებით 20-25%-ით გაიზარდა, ამის პარალელურად კი ბინები ჯამურად 10%-ის ფარგლებშია გაძვირებული. ეს კომპანიებმა საკუთარი მოგების მარჟების ხარჯზე მოახერხეს. თუმცა ასე ვეღარ გაგრძელდება და შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ წლის ბოლომდე ბინები კიდევ დაახლოებით 5%-ით გაძვირდება. მომავალ წელს თუკი ისევ რაიმე განსაკუთრებული ფაქტორი არ დაემატა, ზრდა კიდევ 5-10%-ის ფარგლებში იქნება. თუმცა თუ მიგრანტების მხრიდან მოთხოვნა გასაყიდ ბინებზეც გაიზრდება, ეს სავარაუდოდ, ფასებზე დამატებითი ზეწოლა იქნება“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.


ცნობისთვის, “თიბისი კაპიტალის” მოლოდინით, 2023 წელს გასაყიდ უძრავ ქონებაზე ფასი დამატებით 14%-ით გაიზრდება. როგორც ანალიტიკური ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, მომავალ წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გაძვირების მთავარი მიზეზი მიგრაციით გამოწვეული გაზრდილი მოთხოვნა იქნება. ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, წელს საცხოვრებელი ბინების ფასი ჯამურად 16%-ით იქნება გაზრდილი, მათ შორის აგვისტოში წლიური 27%-იანი ზრდა დაფიქსირდა.



წყარო: businessformula.ge


თეგები:
არსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up