„მთავარი იდეაა, რომ საბანკო სექტორზე ეკონომიკის 80%-იანი დამოკიდებულება შემცირდეს“ - ციფრული ლარის პროექტის პირველი ეტაპი 15 თებერვალს სრულდება

„მთავარი იდეაა, რომ საბანკო სექტორზე ეკონომიკის 80%-იანი დამოკიდებულება შემცირდეს“ - ციფრული ლარის პროექტის პირველი ეტაპი 15 თებერვალს სრულდება

access_time2023-02-10 16:00:26

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის და ტექნიკური პარტნიორი კომპანიების მოწვევას ასრულებს. პროექტის პირველი ეტაპის საბოლოო ვადად 2023 წლის 15 თებერვალი განისაზღვრა. პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ, ეროვნული ბანკი შეარჩევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ტექნოლოგიის მიმწოდებელ კომპანიას და სიღრმისეულად შეაფასებს ტექნოლოგიური პარტნიორების მიერ წარმოდგენილ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის სისტემურ მოწყობასა და სხვა დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, სისტემურ მოწყობას ციფრული ლარის საცდელი ვერსიის დასანერგად.


„ფინტექ ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით კიკვიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ციფრული ვალუტის მთავარი იდეა და სარგებელი ისაა, რომ საბანკო სექტორზე დამოკიდებულება შემცირდება.


„საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, ქართული ფინტექ კომპანიების მხრიდან დაინტერესება დიდია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი ეროვნულ ბანკს აქვს უკვე გადაწყვეტილი თუ ვისთან და რა ტიპის კომპანიასთან ითანამშრომლებს. 15 თებერვლის შემდეგ დაიწყება სატესტო რეჟიმი სადაც ქართული კომპანიები იქნებიან ჩართულები, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ციფრული ლარის გამტარები, დისტრიბუტორები იქნებიან ქართული ფინტექ კომპანიები, რომლებმაც უნდა უზრუნველჰყონ ტექნიკური გადაწყვეტა და ინტეგრაცია იმ არსებულ სისტემასთან რომელსაც ეროვნული ბანკი წარადგენს. 



არის ხოლმე კითხვა, მაშინ როდესაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გამოიყენება ციფრული ვალუტა და იქაც სატესტო რეჟიმშია, არის თუ არა დრო მისი საქართველოში დანერგვისთვის? აქაც აზრი ხშირად ორად იყოფა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორედ ის შეიძლება გახდეს მთავარი მამოძრავებელი, რომ უცხოურ ვალუტაზე და იმპორტზე დამოკიდებულება, ასევე არასტაბილური ინფლაციური გარემოს რისკები გარკვეულწილად დააზღვიონ. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი, საბანკო სექტორზე ეკონომიკის 80%-იანი დამოკიდებულება შეიცვალოს და საზოგადოებას ალტერნატივა ჰქონდეს. უკვე არაერთი ქვეყანა მუშაობს ციფრული ლარის დანერგვაზე, მთავარი იდეა და სარგებელი ისაა, რომ საბანკო სექტორზე დამოკიდებულება შემცირდება.


CBDC (ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა) კლასიკური კრიპტოვალუტებისთვის სახელმწიფოს პასუხია. მთავრობებმა დაინახეს რომ, კრიპტოვალუტის ასე პირდაპირ აკრძალვა, შეჩერება და შეზღუდვების დაწესება უბრალოდ არ შველის მათ განვითარებას. სწორედ ამის გამო შექმნეს ციფრული ვალუტა, შესაბამისად მის განვითარებას უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავ, მას ფიზიკურად არ შეუძლია საბანკო სექტორის მონსტრის ასე პირდაპირ, მოკლე ვადაში ჩანაცვლება“,  ამბობს დავით კიკვიძე. 


დღეისათვის ჩინეთს, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს, იაპონიას და ევროპის წამყვან ქვეყნებს აქვთ გამოშვებული ციფრული ვალუტა და ის სატესტო რეჟიმშია. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მსოფლიოში ცენტრალური ბანკების 85% უკვე მუშაობს ციფრულ ვალუტაზე, ზოგიერთი კი კვლევით ეტაპზეა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up