„მთავარი მიზანი იმ მონაწილეების დაცვაა, ვინც უნდა იყვნენ სქემაში, მაგრამ ჯერ არ არიან“ - დანელია ურჩი გადამხდელი კომპანიების დაჯარიმებაზე

„მთავარი მიზანი იმ მონაწილეების დაცვაა, ვინც უნდა იყვნენ სქემაში, მაგრამ ჯერ არ არიან“ - დანელია ურჩი გადამხდელი კომპანიების დაჯარიმებაზე

access_time2022-10-14 14:00:37

მთავარი მიზანი არის ინტერესების დაცვა სქემის მონაწილეების ან იმ პირების, ვინც უნდა იყვნენ სქემაში, მაგრამ ჯერ არ არიან, — აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.


მისი განმარტებით, ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებლებს, რომლებიც არასრულად უხდიან დასაქმებულებს საპენსიო შენატანს, ან უქვითავენ დასაქმებულს, მაგრამ საპენსიო ფონდში არ რიცხავენ, დაჯარიმდებიან


„კანონის არსებული რედაქციაც ითვალისწინებს მსგავს შემთხვევებში ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაჯარიმებას, თუმცა განვლილმა წლებმა და გამოცდილებამ აჩვენა, რომ აღნიშნული მექანიზმი საჭიროებს დახვეწას. მთავარი მიზანი კი არის ინტერესების დაცვა სქემის მონაწილეების ან იმ პირების, ვინც უნდა იყვნენ სქემაში, მაგრამ ჯერ არ არიან. აქვე შევახსენებ სქემის მონაწილეებს, რომ მათაც შეუძლიათ გადაამოწმონ მათ მიერ დაგროვილი დანაზოგის ოდენობა საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში მათ პირად გვერდზე. რაც შეეხება ჯარიმის ოდენობებს, ის საბოლოოდ ჩამოყალიბდება მას შემდეგ, რაც პარლამენტში გაივლის განხილვის ეტაპს. ჯარიმის მიზანი უნდა იყოს სამომავლო დარღვევების პრევენცია.



აღნიშნული რაოდენობა დროთა განმავლობაში იცვლება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ინფორმაციის წყარო არის შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო სააგენტოს ბაზების შედარებითი ანალიზი. ბუნებრივია, მონაცემები პერიოდულად ახლდება და შესაბამისად დარღვევების რაოდენაც ცვალებადია“,  აღნიშნა დანელიამ.


მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ცვლილებების პაკეტშია მოაზრებული, არის საინვესტიციო მანდატის გაფართოება.


„როგორც მოგეხსენებათ, კანონში არის გაწერილი ის ჩარჩო და რეგულაციები, თუ სად და როგორ შეგვიძლია და სად არ შეგვიძლია ინვესტირება. შესაბამისად, იმისთვის, რომ უფრო სრულყოფილად მოხდეს მონაწილეების ინტერესების გათვალისწინება და ამასთანავე, ეფექტიანად ვუპასუხოთ ჩვენ წინაშე არსებულ რისკებს, საჭიროა პორტფელის დივერსიფიცირების უფრო მეტი საშუალება გვქონდეს. კერძოდ, მანდატის გაფართოებაში ვგულისხმობთ სხვადასხვა საინვესტიციო ლიმიტის ცვლილებას, მაგალითად დღეს არსებული რედაქციით თუ შეგვიძლია ერთი კომპანიის ემისიის მხოლოდ 10%-ის შესყიდვა, ახალი რედაქციით ეს ლიმიტი 25%-მდეა გაზრდილი. ასევე დაზუსტებულია ე.წ. „სხვა აქტივების“ შემადგენლობა და მათი წილი სხვადასხვა რისკიანობის პორტფელში და ა.შ.“,  განმარტა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up