მთავარი პრობლემა არის ის, რომ მთავრობასთან დაახლოებული კომპანიები იმარჯვებენ ტენდერებში - ექსპერტი ირაკლი მაკალათია

მთავარი პრობლემა არის ის, რომ მთავრობასთან დაახლოებული კომპანიები იმარჯვებენ ტენდერებში - ექსპერტი ირაკლი მაკალათია

access_time2022-11-25 18:00:05

მას შემდეგ, რაც კახი კალაძემ ქართული სამშენებლო კომპანიების ნაწილი უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა, ექსპერტები იმ პრობლემებზე ალაპარაკდნენ, რომლის გამოც კომპანიები ინფრასტრუქტურულ ტენდერებში არ და ვერ იღებენ მონაწილეობას. ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, რომ პრობლემა ხელისუფლების და ბიზნესის „მეგობრობა“, ჩაწყობის ხარჯზე მოგებული ტენდერები და  კორუფციაა.

„მთავარი პრობლემა მაინც არის ის, რომ მთავრობასთან დაახლოებული კომპანია იმარჯვებს ტენდერებში და მერე ფინანსური სიძლიერე აქვს თუ არა, „ატკატები“ და მთელი კორუფციული რისკები იჩენს თავს. მთავრობა როდესაც არის ასეთი სერვისის მიმწოდებელი, მონოპოლიას როდესაც იღებ, არ აქვს მნიშვნელობა მთავრობა იქნება თუ კომპანია, იქ ხარისხი ეცემა და როდესაც მთავრობა არის მთავარი დამკვეთი და მთავარი შემსრულებელიც არის მთავრობა, იქ ხარისხიც ეცემა და კორუფციის რისკებიც იზრდება“, - აცხადებს მაკალათია.

ეკონომიკის დოქტორი „კომერსანტთან“ არსებულ გამოწვევებზე საუბრისას აცხადებს, რომ ხშირად ხდება ისეც, რომ  დაბალი ფინანსური შესაძლებლობების კომპანიების ნაწილი რისკავს და მონაწილეობას იღებს ამა თუ იმ პროექტის განსახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერებში.

„გარისკავს, აიღებს პასუხისმგებლობას და დაბალ ხარისხში შეასრულებს. იმისათვის, რომ იყოს კონკურენცია და ბევრი კომპანია გამოჩნდეს ბაზარზე, ამის შესაძლებლობა არ არის. რა კომპანიებიც არიან, ფინანსურად არ არიან იმ სიმძლავრის, იმ ტექნოლოგიებით აღჭურვილი, რომ ხარისხიანი შედეგი დადონ. ფინანსური სიძლიერე კი ნიშნავს იმას, რომ მათი ხარისხიც გაიზრდება, ახალ ტექნიკას, ტექნოლოგიებს, რომ შეიძენენ გააუმჯობესებენ ხარისხს, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ აქვთ“, - აცხადებს მაკალათია.

ირაკლი მაკალათიამ ქართულის ალტერნატივად, ინფრასტრუქტურული პროექტების შესასრულებლად უცხოური კომპანიების შემოყვანაზეც ისაუბრა.

რაც შეეხება უცხოურ კომპანიებს, უცხოური კომპანია აპრიორში არ ნიშნავს იმას, რომ იქნება კარგი კომპანია და ხარისხიანად შეასრულებს ამ სამუშაოს. მთავარია სწორად იქნეს განსაზღვრული და ისეთი კომპანია შემოიყვანონ, რომელიც მაღალ სტანდარტებში შეასრულებს ამა თუ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტს“, - განმარტავს მაკალათია.



შეგახსენებთ, რომ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებასა და შესრულებაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას ქართული კომპანიები გააკრიტიკა.

„ ქართული კომპანიები ვერ იღებენ პასუხისმგებლობას აღნიშნული სამუშაოების ჩატარებაში, ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, რომ პირნათლად შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით, მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ უცხოურმა კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა გამოცხადებულ ტენდერებში“, – განაცხადა 22 ნოემბერს კახა კალაძემ.





თეგები:
ტენდერები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up