მთავრობა დასაქმების ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 83.3 მლნ ლარს დახარჯავს

მთავრობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 83.3 მლნ ლარს დახარჯავს

access_time2023-01-20 18:00:32

მთავრობა დასაქმების ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 83 300 000 ლარს დახარჯავს. როგორც მთავრობის №17 დადგენილებაში წერია, დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2023 წლის სახელმწიფო ქვეპროგრამის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება /განხორციელება.



„დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა“, რომლის ბიუჯეტი 800 000 ლარით განისაზღვრა, ითვალისწინებს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარებას.




ხოლო „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამის“ ბიუჯეტი 2 500 000 ლარით განისაზღვრა, რომლის ფარგლებში მოხდება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. 



რაც შეეხება „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამას“ ბიუჯეტი 80 მლნ ლარია. აღნიშნული ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან არაუმეტეს 120 000 სარეიტინგო ქულის მქონე საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე მყოფი წევრები, რომლებიც არ არიან დასაქმებულები ან/და რეგისტრირებული თვითდასაქმებულები. 



ღონისძიებით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს; შშმ პირებს; დევნილებს; ლტოლვილებს; სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, დაბრუნებულ მიგრანტებს, რომელთა დაბრუნებიდან არ არის გასული 1 წელზე მეტი; ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს; მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ბენეფიციარებს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათ ოჯახის წევრებს; სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირებს; ქალებს; არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვან და სრულწლოვან 21 წელს მიუღწეველ პირებს; ეთნიკურ უმცირესობებს; ოჯახში ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებს; მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებს.

თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up