კორონავირუსის გავრცელების გამო მთავრობა საქართველოს მოსახლეობას SMS-ებით აფრთხილებს. შეტყობინებებში აუცილებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები წერია.
"დაიცავით პირადი ჰიგიენა; აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან; განსაკუთრებული სიფრთხილე მათ, ვინც 60 წელს გადაცილებულია; საჭიროების შემთხვევაში დაიცავით თვითიზოლაციის წესები; მაღალი ტემპერატურისა და ხველების დროს მიმართეთ ექიმს", - ვკითხულობთ SMS-ში.
საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გამო ყოველდღიურად ამკაცრებს ქვეყანაში არსებულ წესებს. რამდენიმე საათში საქართველოს საზღვრები ჩაიკეტება ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 33-მდეა გაზრდილი, კარანტინში რჩება 637 ადამიანი, სტაციონარში კი - 54.