მთავრობა მწვანე პასპორტთან დაკავშირებით ბიზნესსექტორს რეგულარულად ხვდება

მთავრობა მწვანე პასპორტთან დაკავშირებით ბიზნესსექტორს რეგულარულად ხვდება

access_time2021-11-20 16:00:08

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი განთავსების ობიექტების  წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის წარმომადგენლები.

 

მარიამ ქვრივიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ე.წ. მწვანე სტატუსი/პასპორტის კონცეფცია გააცნო და  მისი აღსრულების შესაძლო მექანიზმებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენის გზებსა და ამ მიმართულებით ვაქცინაციის აუცილებლობაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სასტუმროს წარმომადგენლებმა მწვანე პასპორტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრებს საკუთარ მოსაზრებები გააცნეს. კერძო სექტორის წარმომადგენელთა წინადადებებს და მოსაზრებებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე საკოორდინაციო საბჭოს წევრებს გააცნობს.

 

„ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესთან შეხვედრებს მწვანე პასპორტის ამოქმედების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სასტუმროების წარმომადგენლებმა საკმაოდ დადებითად შეაფასეს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება „მწვანე პასპორტების ამოქმედების თაობაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ უკუკავშირი, საკმაოდ საინტერესო და ჯანსაღი დისკუსია, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მოტივაცია ტურიზმში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციისთვის, როგორ შეიძლება სწორად ვმართოთ „მწვანე პასპორტების ფორმატით სტუმრების მიღება. ჩვენ, ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესის ხმა მივიტანოთ საკოორდინაციო საბჭოზე და მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ეპიდვითარების დასტაბილურებას და ეს იქნება მისაღები საოპერაციო პირობები ბიზნეს სექტორისთვის.-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 


„კერძო სექტორთან ერთად ძალიან აქტიურად განვიხილავთ „მწვანე სტატუსის პროექტის ამუშავებას, შესაბამისად, მათგანაც ვისმენთ დამატებით არგუმენტებსა და მოსაზრებებს, თუ რა შეიძლება გაკეთეს იმისთვის, რომ პროექტი იყოს წარმატებული და შედეგის მომტანი, რომელსაც შესაბამის უწყებებთან გავივლით-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა  

 

„ვაგრძელებთ შეხვედრას ბიზნესის წარმომადგენლებთან, ვმსჯელობთ იმ საკითხებზე, თუ როგორ განხორციელდება აღსრულების მექანიზმი პირველი დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე ზონების და „მწვანე პასპორტის კონცეფციით. როგორც მოგეხსენებათ, შრომის ინსპექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს აღსრულებას. დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა იმას, თუ როგორი ტიპის იქნება აღსრულება და რა მოთხოვნები იქნება შრომის ინსპექციის მხრიდან და რა ტიპის ბენეფიტები შეიძლება ჰქონდეს ბიზნესს ამით, იმისთვის რომ მაქსიმალური პრევენცია განვახორციელოთ და ვირუსის გავრცელება იყოს აღკვეთილი ამ კუთხით.-განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ანალოგიური შეხვედრა  სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებთანაც გამართა. შეხვედრები კერძო სექტორთან მომავალშიც გაგრძელდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up