მთავრობა ქვეყნის უზრუნველყოფის გაზრდისთვის ფერმერებს სესხებს დაუფინანსებს

მთავრობა ქვეყნის უზრუნველყოფის გაზრდისთვის ფერმერებს სესხებს დაუფინანსებს

access_time2022-03-21 17:50:00

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რათა გავზარდოთ თვითუზრუნველყოფა; აქედან გამომდინარე, დღეს ორი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრმა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს; ეს არის შეღავათიან აგროკრედიტში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ფერმერებს საშუალება, ექნებათ ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის აიღონ შეღავათიანი სესხი; მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერაა.
„ჩვენ, წლების განმავლობაში, ვახორციელებთ მთელ რიგ პროგრამებს, რომელიც მიმართულია კოოპერაციის ხელშეწყობისკენ - მეღვინეობის სექტორში, რძის წარმოების სექტორში, მეფუტკრეობის მიმართულებით და ა.შ. ახალი პროექტი ითვალისწინებს ბოსტნეული კულტურების შემნახველი მეურნეობების შექმნისთვის სახელმწიფოს თანადაფინანსებას ძალიან მაღალი, 80%-იანი თანადაფინანსებით. ფერმერები, რომლებიც ბოსტნეული კულტურების წარმოებას ახორციელებენ, შეუძლიათ გაერთიანდნენ, შექმნან კოოპერატივი და თუ ისინი დააკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომელიც მთავრობის კონკრეტული დადგენილებით არის გაწერილი, ისინი ბოსტნეულის შემნახველი მეურნეობის მოწყობისთვის სახელმწიფოსგან მიიღებენ თანადაფინანსებას მთლიანი ღირებულების 80%-ის ოდენობით. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ ფერმერებს შევუქმნათ შესაძლებლობა, რომ ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით შეინახონ პროდუქტი და მიაწოდონ ბაზარს იმ პირობებით, რომელიც მათთვის სარგებლის მომტანი იქნება, პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.




თეგები:
სესხები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up