მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ახალი ეტაპები დაამტკიცა

მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ახალი ეტაპები დაამტკიცა

access_time2022-09-12 16:39:00

„ჩვენ გვინდა, გვქონდეს თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას ემსახურება, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მოემსახურება და რა თქმა უნდა, ტვირთნაკადს საქართველოს კორიდორში უფრო გაზრდის, ასევე ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი დამატებითი ღირებულება შევქმნათ და ლოგისტიკური ოპერაციები ვაწარმოოთ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

დღეს საქართველოს მთავრობამ თანხმობა მისცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს, რათა მათ გამოაცხადონ ინტერესთა მოწვევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების თაობაზე. 

 

„მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრა ანაკლიაში ღრმაწლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ოპერირების და გადმოცემის შესახებ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები. შესაბამისი კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე ეტაპს - ესაა პროექტის იდენტიფიცირება, ინიცირება, მომზადება, კერძო  პარტნიორის შერჩევა, პროექტის განხორციელების და განხორციელების  შემდგომი შეფასება. ჩვენი შეფასებით, იდენტიფიცირების და ინიცირების ეტაპები გავლილია და ჩვენ  შეგვიძლია მაქსიმალურად მოკლე დროში პროექტის განსახორციელებლად დავაჩქაროთ პროცესი და პირდაპირ კერძო პარტნიორების შერჩევის ეტაპიდან დავიწყოთ. ჩვენ გვჭირდება, რომ შერჩევის პირობები იყოს მაღალ დონეზე მომზადებული და აქედან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სამინისტროს მიეცეს საშუალება, მაღალი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო საკონსულტაციო  ჯგუფი ან ჯგუფები დავიქირაოთ ამ პროცესში მონაწილეობისთვის, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, უკვე ჩატარებულია მაღალი დონის საპროექტო სამუშაოები, რომელიც ავტორიტეტულმა ნიდერლანდურმა კომპანიამ MTBS - მა განახორციელა. მათ განაახლეს მანამდე არსებული კვლევების განახლებას მსოფლიოში მიმდინარე ახალი გარემოებებისა და პროცესების გათვალისწინებით, ასევე მოამზადეს საქართველოს სანავსადგურე სექტორის კვლევა და  რეკომენდაციები.


 

„ვფიქრობ, რომ დღეს ხელთ გვიჭირავს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სწორად ჩამოვაყალიბოთ პირობები და ასევე შევარჩიოთ სათანადო პარტნიორი პროექტის განვითარებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად განისაზღვროს პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოს ანუ საჯარო მონაწილეობა. ვფიქრობთ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი წარმატებულად განხორციელდეს და მივიღოთ ის შედეგი, რაც ყველას გვინდა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პროექტში მონაწილეობის მსურველი საკმაოდ ბევრია. „წელს ჩვენს გვქონდა არაერთი შეხვედრა უცხოურ კომპანიებთან, მათ შორის იყო აბუ-დაბის პორტების წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც ადგილზე გაეცნენ პროექტს. ასევე იყო ვიზიტები ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რომლებსაც ასევე აინტერესებთ ეს პორტი.

 

„ანაკლიის საპორტო ინფრასტრუქტურა შუა დერეფნის ინტერესებს ემსახურება, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up