მთავრობამ არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის სტრატეგია დაამტკიცა, რომლის ბიუჯეტი 6 მლნ ლარზე მეტია

მთავრობამ არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის სტრატეგია დაამტკიცა, რომლის ბიუჯეტი 6 მლნ ლარზე მეტია

access_time2023-04-14 16:30:05

საქართველოს მთავრობამ არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგია 2023 – 2030 და 2023 − 2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

 

სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ არაგადამდები დაავადებები საქართველოში ავადობის, შრომისუუნარობისა და სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია და ქვეყანაში საერთო ავადობის არანაკლებ ¾ და სიკვდილიანობის 94% არაგადამდებ დაავადებებზე მოდის. არაგადამდები დაავადებები ნაადრევი სიკვდილიანობის მთავარი მიზეზიცაა.

 

დოკუმენტის თანახმად, არაგადამდები დაავადებების კუთხით საქართველო დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება,  ასევე მარილის ჭარბად მიღება, არაჯანსაღი კვება, ჰოპოდინამია ანუ დაბალი ფიზიკური აქტივობა, ჰაერის დაბინძურება.

 

სტრატეგიის მიზნად სახელდება არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული ავადობით, სიკვდილიანობითა და შეზღუდული შესაძლებლობებით გამოწვეული მართვადი და თავიდან აცილებადი ტვირთის შემცირება ეროვნულ დონეზე.

 

აღნიშნული სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, 2030 წლისთვის დასახულია შემდეგი სამიზნეები:

 

არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის შემთხვევების შემცირება:

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 8%-ით შემცირება;

 


ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 3%-ით შემცირება;

 

დიაბეტით გამოწვეული სიკვდილიანობის 8%-ით შემცირება;

 

ქრონიკული რესპირატორული დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 8%-ით შემცირება.

 

დაგეგმილია შემდეგი კვლევების ჩატარება:  თამბაქოს გლობალური კვლევის ზრდასრულებში და მოზარდებში, არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების STEPS კვლევა ჯანმო-ს ტექნიკური და ფინანსური დახმარებით; ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების მოხმარების ევროპის სასკოლო კვლევ. ჯანმოსთან თანამშრომლობით, განხორციელდება ბავშვთა სიმსუქნის ეპიდზედამხედველობის კვლევა და ქუჩის კვების გარემოს აღწერა.

 

დოკუმენტის თანახმად, შემუშავდება ფიზიკური აქტივობის 2024-2030 წლების სტრატეგია, ასევე ჩამოყალიბდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი მთავარი რისკ-ფაქტორის – მარილის ჭარბი მოხმარების საწინააღმდეგო მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფი და მოხდება მარილის მოხმარების შემცირების ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება.

 

დაიწყება სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ფიზიკური აქტივობის კომპონენტის სრული რეალიზაციის,  გაკვეთილებს შორის და სკოლის გარეშე პერიოდში ფიზიკური აქტივობის და სპორტში ჩართვის საშუალებებზე და გარემოზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ღონისძიებების შემუშავება.

 

ალკოჰოლის მოხმარების პრევენციისთვის დაგეგმილია მარკეტინგული პოლიტიკის გამკაცრების, ასევე ნასვამ მდგომარეობაში ავტოტრანსპორტის მართვის აკრძალვაზე კანონის აღსრულების მექანიზმების შემუშავება. დაიწყება მუშაობა სასმელების მოხმარებისა და შეძენის დასაშვები, მინიმალური ასაკის დადგენისა და გაკონტროლების ღონისძიების შემუშავებაზე.

 

დაიწყება არაჯანსაღი საკვები პროდუქტების (ნაჯერი ცხიმები, ტრანსცხიმები, ჭარბი მარილისა და შაქრის შემცველი, ტკბილი გაზიანი სასმელები) ნებისმიერი სახის მარკეტინგისგან ბავშვების დაცვის ღონისძიებების შემუშავება.

 

სტრატეგიაში ასევე საუბარია სიმსივნეების სკრინინგის გაძლიერებაზე,

 

დოკუმენტის თანახმად, შეიქმნება სუიციდის პრევენციის წინააღმდეგ მიმართული პროგრამები, განხორციელდება პროფესიონალების გადამზადება, რომელთაც შესაძლოა შეხება ჰქონდეთ სუიციდის მომატებული რისკის მქონე პირებთან, განსაკუთრებით მოზარდებთან/ახალგაზრდებთან.

 

სტრატეგიის საპროგნოზო ბიუჯეტი შეადგენს 6.4 მლნ ლარს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება 0.7 მლნ ლარი (10%), საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ 5,1 მლნ ლარი (77%), ხოლო 0.9 მლნ ლარი (13%) წარმოადგენს არასაკმარის რესურსს.

 

jandacva.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up