მთავრობამ და პარლამენტმა მედიისთვის ფინანსურ შეღავათებს მხარი არ დაუჭირეს

მთავრობამ და პარლამენტმა მედიისთვის ფინანსურ შეღავათებს მხარი არ დაუჭირეს

access_time2022-03-22 16:35:05

საქართველოს მთავრობამ და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მედიისთვის ფინანსური შეღავათების დაწესების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. საქმე ეხება ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსათვის“ ინიციატივის - კანონის პროექტის მიხედვით, ცვლილებები საგადასახადო კოდექსში შედიოდა. 5 ოპოზიციონერი დეპუტატი ითხოვდა, რომ მედიასაშუალებები საგადასახადო ტვირთის შემცირების მიზნით მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებისგან დროებით გათავისუფლებულიყო. საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს სალომე სამადაშვილმა გააცნო. მოსმენაზე პარლამენტარმა თქვა, რომ  მედიის ფინანსური მდგომარეობა რთულია, რადგან მათი შემოსავლები წლების მანძილზე მნიშვნელოვნად მცირდება. მისივე თქმით, კანონპროექტით გათვალისწინებული შეღავათები, საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს, თუმცა როგორც სამადაშვილი განმარტავს, მიღებული სიკეთე დანაკარგს გაცილებით აღემატება.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენ Telegram-ზე.


„სამწუხარო რეალობა არის ის, რომ მედია დღეს ძალიან რთულ მდგომარეობაშია. გასული წლების მანძილზე არარსებულმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ ტელევიზიების შემოსავალი ვერ იზრდება. მაგალითად 2014 წელის მაჩვენებლებს თუ შევადარებთ 2020 წელს, ვნახავთ, რომ 6 წლის მანძილზე მათი შემოსავალი ძალიან მცირედით, მხოლოდ 14 მლნ ლარით გაიზარდა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ლარის გაუფასურებას, რომელიც 2014 წლიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რეალური შეიძლება ითქვას, რომ შემოსავალი საგრძნობლად შემცირდა.

 

გადასახადები საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა და რასაც ჩვენ გთავაზობთ, გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგს, მაგრამ ყოველთვის არსებობს საზოგადოებისთვის უპირატესი სიკეთე. ამ შემთხვევაში ეს სიკეთე არის ჩვენს ქვეყანაში მედიის მრავალფეროვნების და დამოუკიდებლობის ინტერესის დაცვა. შესაბამისად, არსებულ ვითარებაში მიგვაჩნია, რომ უპრიანია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ უნდა გადაიხედოს საგადასახადო კოდექსი იმისთვის, რომ ჩვენ მასმედიას ხელი შევუწყოთ.


 



სწორედ ამიტომ ჩვენი კანონპროექტი არა მხოლოდ ეროვნულ მაუწყებლებს, არამედ რეგიონულ მაუწყებლებსაც გარკვეული დროის მანძილზე ტვირთს შეუმსუბუქებს. ჩვენ გთავაზობთ, რომ მათ გაუუქმდეს მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადები. ჩვენ ეროვნულ მაუწყებლებს და რეგიონულ მაუწყებლებს შორის დიფერენცია მოვახდინეთ, რადგან რეგიონული მაუწყებლები კიდევ უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, მათთან შემავალი რეკლამა კიდევ უფრო მცირე მოცულობისაა. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონული მედიის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნებში, ჩვენი ინიციატივა არის, რომ ყველა ეროვნულ მაუწყებელს 3 წლით გავათავისუფლოთ მოგების გადასახადისგან, ხოლო რეგიონული მაუწყებელი 6 წლით.

 


რაც შეეხება ბეჭდურ მედიას. ისინი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში არიან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენი წინადადება არის რომ ისინი გადასახადისგან შეუზღუდავი დროით განთავისუფლდნენ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას.

 

დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ მედიამ შემოსავლის დიდი ნაწილი დაკარგა მას შემდეგ, რაც სათამაშო ბიზნესის რეკლამა აიკრძალა.


საკომიტეტო მოსმენა ამის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატს ეკა სეფაშვილს აინტერესებდა მედია საშუალებებისთვის განსაკუთრებულად დიდი იყო დანაკარგი, თუ ზარალი იმ საშუალო მაჩვენებელს უტოლდებოდა, რომელიც სხვა ბიზნესმაც განიცადეს, რაზეც სამადაშვილმა უპასუხოა, რომ მმართველი გუნდის ეკონომიკური პოლიტიკის გამო მაჩვენებლები არც პანდემიამდე იყო სახარბიელო:

 

„იძულებული ვარ შეგახსენოთ, რომ ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში  ჯერ კიდევ პანდემიამდე შემცირდა. შესაბამისად, ტელევიზიების შემოსავალი პანდემიასთან მაინც და მაინც კავშირში არ არის. მთლიანი შიდა პროდუქტი წლიდან წლამდე  ვერ იზრდება. მაშინ როცა ვერ ვითარდება ქვეყანაში ეკონომიკა, მათ შორის 2019 წლების მონაცემებით 2013 წლის დონეზეა ჩვენი ქვეყნის ექსპორტი ევროკავშირში, ცხადია ვერანაირი სხვა შესაძლებლობები ეკონომიკური ზრდის ვერ იქნება მათ შორის მედია საშუალებებისთვის, ამიტომ პანდემია თქვენი გუნდის იყო ძალიან კარგი მიზეზი, სამწუხაროდ პანდემიამდე არსებული ეკონომიკური მონაცემები არ იყო სახარბიელო“, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

კანონპროექტის საპასუხოდ მმართველი გუნდის წევრმა ბეჟან წაქაძემ თქვა, რომ პანდემიური რეალობიდან გამომდინარე პრობლემები ყველა ბიზნეს შეექმნა. მისი განცხადებით, მედიაც ჩვეულებრივი ბიზნესია, პრივილეგიებით არ უნდა ისარგებლოს და გადასახადები ჩვეულებრივად უნდა გადაიხადოს:

 

„არ შეიძლება, რომ მხარი არ დავუჭირო პროექტს, რომელიც შეღავათებს იძლევა ბიზნესისთვის, რადგან ეს თანხა შემდეგ ისევ ბიზნესში ბრუნდება. მაგრამ, გამოწვევები დღეს ყველა ბიზნესს აქვს. ეს ჩვეულებრივი ბიზნესია, რომელსაც ვათავისუფლებთ მოგებისა და დამატებითი გადასახადისგან. მოგების გადასახადისგან ფაქტობრივად განთავისუფლებულია იმიტომ, რომ ჩვენთან მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც კვლავწარმოებაში შეუძლია ეს თანხა ჩადოს და განვითარდეს. რაც შეეხება დამატებითი ღირებულების გადასახადს, ეს ძალიან დიდი ციფრია. ბიზნესიდან მოვდივარ და მივესალმები შეღავათებს ბიზნესში, მაგრამ დღეს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ სფერო შეღავათები დავუწესოთ. ბიზნესი არის ბიზნესი, კანონით მათ არავითარი პრივილეგია არ ეკუთვნით. ქვეყანაში ძალიან ბევრ ბიზნეს შეექმნა პრობლემა და ცდილობს გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ბიზნესი იმიტომ არის ბიზნესი, რომ ზოგი შეიძლება გაკოტრდეს, ზოგი გადარჩეს, ზოგს დიდი შემოსავალი ჰქონდეს. არის ძალიან ბევრი ბიზნესი, რომელიც გაცილებით მეტ ყურადღებას მოითხოვს მაგრამ სამწუხაროდ ამ ეტაპზე ამის საშუალება არ გვაქვს. ვერ წარმომიდგენია ამ თანხის შევსება საიდან უნდა მოვახდინოთ“, - თქვა წაქაძემ.

 

სალომე სამადაშვილი ყოფილ ბიზნესმენს არ დაეთანხმა და თქვა, რომ მედია არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რადგან მის ფუნქციონირებას სრულიად განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ქვეყნის ცხოვრებაში.

 

საკანონმდებლო ინიციატივა მისაღები აღმოჩნდა „გირჩის“ წევრ სანდრო რაქვიაშვილისთვის. მისი განცხადებით მედიისთვის შეღავათების დაწესებით ბიუჯეტს პრობლემა არ შეექმნება.

 

თუმცა, რადიკალურად განსხვავებული იყო  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის აზრი. დავით სონღულაშვილის განცხადებით, კანონპროექტი არ არის არგუმენტირებული და ამასთან გამოიწვევს ბიუჯეტში ცვლილებებს, რომელიც კომიტეტს ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია. სონღულაშვილმა თქვა ისიც, რომ  მთავრობის პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით არის უარყოფითი,

 

„მთავრობის პოზიცია ამ კანონთან მიმართებით არის უარყოფითი. მთავრობა ამბობს, რომ კანონპროექტი არ არის საკმარისად არგუმენტირებული და აგრეთვე იწვევს ცვლილებს ბიუჯეტში, რაც ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. შეგახსენებთ, რომ საბიუჯეტო კოდექსის მე-20 მუხლის და კონსტიტუციის 66-ე მუხლის  თანახმად, თუ კანონპროექტის მიღება იწვევს საბიუჯეტო შემოსავლების ცვლილებას, ის შეიძლება პარლამენტმა მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ, ამიტომ კომიტეტი თქვენს წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს“, - თქვა სონღულაშვილმა.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up