2022 წელს რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 6%-ის ნაცვლად 8,5%-ი იქნება - მთავრობა

2022 წელს რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 6%-ის ნაცვლად 8,5%-ი იქნება - მთავრობა

access_time2022-09-12 14:30:32

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის მაკროეკონომიკურ პროგნოზებს გადახედა და ის ზრდის მიმართულებით დააკორექტირა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2022 წელს რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი იქნება 8,5%-ი, ნაცვლად 6%-ისა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და ბიუჯეტი წელს დაიგეგმა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო 64,8 მლრდ ლარი.


„დღეს მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდო ინფორმაცია და ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო ბიუჯეტთან დაკავშირებით. მანამდე მინდა მოკლე შესავალი გავაკეთო. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის შემდგომ, გასულ წელს ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10.4%-ით და წელსაც დავიწყეთ ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდით ეს წელი. პირველ შვიდ თვეში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10,3%.


ასევე შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტი წელს დაიგეგმა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო 64,8 მლრდ ლარი. ასევე პროგნოზირებული იყო საქონლის ექსპორტის ზრდა დაახლოებით 13%-ით, ხოლო ტურიზმის აღდგენა, 2019 წელთან შედარებით 70%-ის ფარგლებში.



აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ახალი რისკები შექმნა; არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს, ევროპას. ჩვენ მაშინ გვქონდა მსჯელობა და რომ არა ჩვენი სწორი პოლიტიკა, შესაძლებელია დღეს არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური ვარდნაც კი ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც დღეს მსოფლიოში.


ამ პერიოდში ჩვენ გვაქვს შემდეგი პარამეტრები: საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი 3,1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 36%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს; ასევე მინდა ვთქვა, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 1,6 მლრდ აშშ დოლარს, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციების მოცულობამ წლის პირველ კვარტალში 922 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება, ხოლო 2019 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 62%-ით აჭარბებს; ასევე მინდა ვთქვა, რომ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები იანვარ-ივლისის პერიოდში გაზრდილია 21%-ით; ეს ნიშნავს, რომ წელს, პირველ 7 თვეში, კვლავ ორნიშნა - 10.3%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს.


ამიტომ, ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, ჩვენ შევცვალეთ ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების წლიური პროგნოზებიც და განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები ითვალისწინებს შემდეგს: რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,5% იქნება, ნაცვლად 6%-ისა; ფაქტიური მაჩვენებლების გათვალისწინებით, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი შეადგენს 10,5%-ს; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი განსაზღვრულია 72,2 მლრდ ლარით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 6500 დოლარს აჭარბებს; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 1 266,0 მლნ ლარით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up