რატომ ვერ განხორციელდა სრულფასოვნად მთავრობის პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“

რატომ ვერ განხორციელდა სრულფასოვნად მთავრობის პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“

access_time2021-11-10 17:00:13

საქართველოს მთავრობამ პრივატიზაციის საკითხებში კრახი განიცადა. პროექტი ,,100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“  ისე დაიწყო,  რომ  მთავრობაც არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული, როგორ აპირებდა ამ პრობლემის გადაწყვეტას, ვერც ბიზნესი დააინტერესა და არასწორი მიდგომით განვითარების ის მცირე შესაძლებლობაც მოსპო, რაც შეიძლება ეკონომიკას მიეღო პრივატიზაციის პროცესისგან.  როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ,  გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ პრივატიზაციის ყველა ცდა წარუმატებელია.

 


მასობრივი პრივატიზაციის შესაძლებლობებს ბიზნესის სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი ამოწურულად მიიჩნევს. თუმცა, როგორც ის ,,კომერსანტთან“ ამბობს, ვერც კონკრეტული ობიექტების პრივატიზაციის მხრივ გამოსწორდა მდგომარეობა, რადგან მთავრობის შეთავაზებამ ბიზნესს მცირე ინტერესიც ვერ აღუძრა.

 


,,საქართველომ თავის დროზე პრივატიზაციის პროცესი საკმაოდ წარმატებით გაიარა. 90-იანი წლებიდან დაწყებული, ჩვენ გავიარეთ მასიური პრივატიზაციის, მათ შორის, ვაუჩერიზაციის პერიოდები, რესურსი ამ მიმართულებით ამოიწურა. თუმცა არის კონკრეტული ობიექტები, რის სწორად გაყიდვით სახელმწიფოს დიდი სარგებლის მიღება შეუძლია, მაგრამ ელემენტარული ცოდნაც არ აქვს, ეს როგორ უნდა გაკეთდეს.  საბოლოოდ ხდება, რომ  სახელმწიფო დაპირებას აცხადებს და ახდენს ისეთი ობიექტების შეთავაზებას, რაც საპრივატიზაციო ნაწილში ინტერესს მოკლებულია. შეიძლება 100 საწარმოა გამოტანილი გასაყიდად , მაგრამ არავის აინტერესებს იგი თავისი სამომავლო პერსპექტივით და პოტენციალით. საპრივატიზაციო პოლიტიკა არ გააჩნიათ,  რა უნდა გაკეთდეს მომავალში, რაც იწვევს დაბალ ინტერესს და პრივატიზაციის ჩავარდნას“, - აცხადებს ჩარგეიშვილი.



ბიზნესის სამართლის ექსპერტი იხსენებს, რომ ადრე პრივატიზაცია ტარდებოდა საკონკურსო, სააქციონერო წესებით, ცხადდებოდა ნულოვანი აუქციონები და ადამიანებს ჰქონდათ ინტერესი, რომ მონაწილეობა მიეღოთ.




,,წლების წინ, წარმატებული პრივატიზაციის შედეგად,  ბევრი სახელმწიფო საწარმო დღეს წარმატებული ბიზნესის მმართველობაშია.  ეს პროცესი გავიარეთ, ენერგეტიკაში, ჯანდაცვაში პრივატიზაცია განხორციელებულია, რჩება ისეთი ობიექტები, როგორიცაა ,,საქართველოს რკინიგზა“, ,,საქართველოს ფოსტა“, აეროპორტები - ამ ტიპის საწარმოები, რომელიც სახელმწიფოს აქვს, მაგრამ მათ მიმართ აქციონერულ ინტერესს ნაკლებად ავლენს. საბოლოო ჯამში, ყველაზე დიდი პრობლემა პრივატიზაციის პოლიტიკის არქონაა.  სიმართლე უნდა ითქვას, რომ ვერ გაართვეს თავი ამ პროცესს, რადგან ვინმე რამეს თუ გააკეთებს, ჯერ უნდა შემუშავდეს პოლიტიკა და მას აუცილებლად მოყვება აღსრულების რეგლამენტაცია, როგორ უნდა გატარდეს. მესამე ეტაპია, რის რესურსი გვაქვს. მთავრობა კი პირიქით მოიქცა, ბიზნესს ისეთი ობიექტები შესთავაზა, რომელიც მოკვლეული არ იყო და არც ინტერესი გამოიწვია“, - დასძენს ,,კომერსანტთან“ ჩარგეიშვილი.



დაბალი კონკურენცია, ზარალიანობა და არახელსაყრელი საბაზრო პირობები მცირე ჩამონათვალია პრობლემებს შორის, რასაც ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის  შემაფერხებელ გარემოებად მიიჩნევს. ეკონომისტი მომხრეა, რომ ობიექტები კერძო პირებს უფასოდ გადაეცეს.



,,პრივატიზაციის მთავარი მიზანია სახელმწიფო აქტივების კერძო საკუთრებად ქცევა. რაც მეტი ობიექტი გადავა კერძო საკუთრებაში, მეტ მოგებას მიიღებს ეკონომიკა, ბიზნესის  ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე. ამიტომ ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, პრივატიზაციის პროცესში მიიღოს მონაწილეობა.  რაც დღეს იყიდება და ვინც ყიდულობს, ესენი არიან  მთავრობის წევრებთან დაახლოებული პირები, რომლებსაც ისედაც სურვილი ჰქონდათ, ეს ობიექტები მათ საკუთრებად ქცეულიყო.  ბევრი გამოაქვთ, მაგრამ  100-დან იყიდება 10 ობიექტი და საბოლოოდ ისე ხდება, რომ ხშირ შემთხვევაში ფული გაურკვეველი მიმართულებით იხარჯება. ეს თანხები.  გამოსავალია, საქართველოს მოქალაქეებზე მოხდეს ამ აქციების გადაცემა. სხვა შემთხვევაში, თვალის ახვევის და ერთ წრეზე ტრიალის მეთოდია. კერძო სექტორის განვითარება თუ გვინდა, იგი სახელმწიფო ინტერვენციებისგან მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. ალბათ, საწარმოების რაღაც ნაწილი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში დარჩება, მაგრამ დეტალურად უნდა განიმარტოს თითოეული ობიექტის მიზნობრიობა, რადგან პირდაპირ შედის ბიზნესთან კონკურენციაში და ხშირად ბიზნესს ვერ აძლევს განვითარების საშუალებას. ვიმედოვნებ, რომ რეფორმა საწარმოების მომგებიანობის და კონკურენტუნარიანობას გაზრდის და საბოლოოდ ბიზნესიც უფრო გაბედულად მიიღებს გადაწყვეტილებას, რასაც სწორედ რეფორმამ უნდა შეუწყოს ხელი“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ გერლიანი.

 


შეგახსენებთ, რომ  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსების პროაქტიული გაყიდვების და ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2019 წელს ბიზნეს სექტორს მასშტაბური საპრივატიზებო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც შეთავაზებული იყო კომერციულად მიმზიდველი 100-ზე მეტი უძრავი ქონება და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 100 საბადო.



მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიეღო მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გამხდარიყო სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე. პროგრამის ფარგლებში შეიქმნა საპრივატიზებო რუკა, სადაც დატანილი იყო სახელმწიფო აქტივების ნუსხა.



სახელმწიფო ქონების სააგენტოს მფლობელობაში ამჟამად სულ 106 საწარმო იმყოფება, ამ საწარმოების უმეტესობა მცირე ზომისაა და არაერთი მათგანი საქმიანობას არ ახორციელებს. ამ კომპანიების შერწყმა-ლიკვიდაცია უკვე წლებია, მიმდინარეობს.


მარი ჩიტაია 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up