„მთავრობამ რიყის დოქები უფუნქციო შენობად აქცია, რათა წინა ხელისუფლების გაწეული ხარჯები არამიზნობრივად წარმოაჩინოს“

„მთავრობამ რიყის დოქები უფუნქციო შენობად აქცია, რათა წინა ხელისუფლების გაწეული ხარჯები არამიზნობრივად წარმოაჩინოს“

access_time2021-05-28 14:00:04

რიყის დოქები 2012 წელს აშენდა, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საკონცერტო სივრცე უნდა ყოფილიყო, სადაც მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრი უნდა განთავსებულიყო.


ამ შემთხვევაში მიზანმა ნამდვილად გაამართლა შესაძლებლობები და თბილისის საკონცერტო დარბაზი, რიყის დოქები 2016 წლის მსოფლიოს ათ საუკეთესო კულტურულ ცენტრს შორის მოხდა.


„სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ თავმჯდომარე ვასო ურუშაძე გვიყვება, რომ „რიყის დოქების“ პროექტზე 75 მილიონი ლარი იყო დახარჯული, თუმცა მიუხედავად ამისა 2012 წელს ახალმა ხელისუფლებამ პროექტი პოლიტიკური მოტივითა და დაუსაბუთებელი არგუმენტებით შეაჩერა, რომელიც დღემდე უფუნქციოდაა დარჩენილი.


„პროექტის გაჩერებით მმართველმა პარტიამ რიყის დოქების პროექტის იდეა მოკლა, ის გააუფასურა და დღეს გვიწყობს წარმოდგენებს, უბრალოდ უფუნქციო შენობა ნაგებობა გამოაქვს აუქციონზე და წარმოაჩენს, თითქოს მას არავინ ყიდულობს. ეს არის იაფფასიანი სანახაობა, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და აზრის ჩამოყალიბებას, თითქოს წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტი იყო აზრს მოკლებული და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი გამოყენება. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა, რიყის დოქების, ანუ თანამედროვე საკონცერტო დარბაზის მშენებლობა თბილისში იყო გრძელვადიანი ინვესტიცია სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის ეკონომიკაში, რომელიც მოიტანდა კონკრეტულ სიკეთეს თბილისისთვის.



თანამედროვე საკონცერტო დარბაზის მშენებლობა ხელს შეუწყობდა საერთაშორისო დონის ღონისძიებების გამართვას თბილისში. კულტურული წარმოდგენების, გამოფენების, მოდის ჩვენებების და სხვადასხვა საერთაშორისო დონის ფესტივალების გამართვა თბილისში ხელს შეუწყობდა ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობის ზრდას, მოახდენდა ქალაქის პოპულარიზაციას და დაამკვიდრებდა მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, თბილისის, რეგიონის კულტურული ცენტრის შესახებ. თბილისის რეგიონულ კულტურულ ჰაბად ჩამოყალიბება კი სახელმწიფოს მთავარ სტრატეგიას უნდა წარმოადგენდეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ამბობს ურუშაძე.


ვასო ურუშაძის თქმით, „რიყის დოქების“ პროექტის დასრულების შემთხვევაში მისი ექსპლუატაცია სახელმწიფოს ბიუჯეტს მოუტანდა კონკრეტულ სარგებელს და კერძო სექტორისთვისაც ბევრად საინტერესო იქნებოდა, მისი იჯარით მართვაში აღება ან შეძენა.


„საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ კი მოკლა რიყის დოქების იდეა, აქცია ის უბრალო უფუნქციო შენობა ნაგებობად, დღეს კი აცხადებს, რომ მისი შეძენა არავის აღარ სურს, მხოლოდ ერთი მოტივით, წარმოაჩინოს, რომ წინა ხელისუფლების მიერ ამ პროექტზე გაწეული ხარჯები იყო არამიზნობრივი. სინამდვილეში ჩვენ სახეზე გვაქვს თანამდებობრივი გულგრილობის კლასიკური მაგალითი, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზარალი მიაყენა. პროექტის დასრულების შემთხვევაში მისი ექსპლუატაცია სახელმწიფოს ბიუჯეტს მოუტანდა კონკრეტულ სარგებელს და კერძო სექტორისთვისაც ბევრად საინტერესო იქნებოდა, მისი იჯარით მართვაში აღება ან თუნდაც შეძენა. ვინ იყო ამ მავნებლური პოლიტიკური გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი და ვინ უნდა აგოს პასუხი თანამდებობრივ გულგრილობაზე, ალბათ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რომელიც დიდი ალბათობით ამ ხელისუფლების პირობებში არ დაიწყება“, - აღნიშნავს ვასო ურუშაძე.


რიყის დოქები ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ჯამში, 4-ჯერ ჰქონდა აუქციონზე გამოტანილი. ბოლოს- 47.5 მლნ ლარად - 50%–იანი ფასდაკლებით, თუმცა 17 მაისს აუქციონიც უშედეგოდ დასრულდა და დაუმთავრებელი რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა.


ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პოსტპანდემიურ პირობებში ძვირადღირებული ობიექტის გაყიდვა რთულია.


„დღეს, როდესაც პოსტპანდემიურ პერიოდში ვართ რთულია, ძვირადღირებულ ობიექტს ფუნქციონალი მოვუნახოთ. როგორც ღია და გამჭვირვალე აქუციონებმა გამოაჩინა, არ არის მარტივი საკმაოდ ძვირადღირებული ობიექტის გაყიდვა. თითქმის 8-9 თვე ჩვენ ეს ობიექტი აუქციონებზე გაგვაქვს და ის თანხა, რაც ბიუჯეტს და სახელმწიფოს დაუჯდა, ძალიან შორს არის იმ საბაზრო ფასისგან, რომელიც დღეს შიეძლება მასში ინვესტორმა გადაიხადოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up