მთავრობამ ვალების შემცირება დაიწყო - 55 მლნ ევროს ტრანში უქმდება

მთავრობამ ვალების შემცირება დაიწყო - 55 მლნ ევროს ტრანში უქმდება

access_time2022-04-06 15:15:04

მთავრობამ საგარეო ვალების შემცირება დაიწყო. საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმება უქმდება. ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს 55 მლნ ევროზე, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებას უნდა მომხმარებოდა.

 

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ოთხშაბათის სხდომაზე განაცხადა, რომ საქმე ეხება სესხის მე-2 ტრანშის გაუქმებას. მისი თქმით, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციაა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ სესხს დამოუკიდებლად, სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე აიღებს. როგორც კაკაურიძე განმარტავს, ამ ეტაპზე სასესხო შეთანხმება არ არის ეფექტური, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას შორის ქვესასესხო ხელშეკრულება არ არის გაფორმებული.

 

„ქვეყნის ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი ფარგლებში 90 მლნ ევროს ოდენობის სესხის აღება იყო გათვალისწინებული. ეს იყო 15–წლიან სესხი, მათ შორის 3 წელიწად-ნახევარი იყო შეღავათიანი პერიოდი. პირველი ტრანშის, 35 მლნ ევროს ათვისება დაგეგმილია მიმდინარე წელს, ხოლო მეორე ტრანშის, 55 მლნ ევროს ათვისება დაგეგმილი იყო 2024 წლიდან. გასულ წელს ბიუჯეტის ფორმირების დროს ბევრი ვისაუბრეთ, რომ მოგვიწევს ვალების შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება რატიფიცირებული იყო, ეს ხელშეკრულება მოქმედი არ გამხდარა. ვინაიდან ქვესასესხო ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები სახელმწიფო ელექტროსისტემასთან, თუ რამდენად იქნებოდა შესაძლებელი თვითონ ელექტროსისტემას აეღო მომავალში სესხი და ისე განეხორციელებინა გარკვეული პროექტები. სავარაუდოდ ამდენი მოცულობის სესხის აღება ელექტროსისტემას აღარ დასჭირდება, რადგან ამ წლების განმავლობაში გარკვეული კაპიტალის დაგროვებას თვითონაც შეძლებს და შედარებით ნაკლები მოცულობის სესხის აღება დასჭირდება. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება სესხი აღარ ავიღოთ, 55 მლნ ევროს ტრანში უქმდება. პროექტები, რომლებიც 2024 წლიდან უნდა განხორციელდეს, თვითონ ელექტროსისტემა უზრუნველყოფს ბიუჯეტის გარეშე სახსრების მოზიდვას“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტის სასესხო შეთანხმებას ხელი საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის  2020 წლის 28 ივლისს მოეწერა.

 

პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს ეროვნული ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას, შემდეგ კომპონენტებში ინვესტიციის გზით:


 

პირველი ტრანში: 35 მილიონი ევრო ლაჯანური-წყალტუბოს 500 კვ 49 კმ-იანი ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, ნამახვანი-წყალტუბოს და წამახვანი-ტვიში-ლაჯანურის ერთჯაჭვა 220 კვ 58 33 ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, ლაჯანურის ახალი ჰიდროელექტროსადგურის 220 კვ 5 კმ ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;

 

მეორე ტრანში: 55 მილიონი ევრო - წეწსკრა-მესტიის 110 კვ 57 კმ-იანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, ნენსკრას 500/220/110 კვ ქვესადგურის მშენებლობა და წყალტუბოს ქვესადგურის გაფართოება და კავკასიონის 500 კვ ერთჯაჭვა ეგხ-ის შეჭრის და ნენსკრას ქვესადგურის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურთან 220კვ დაკავშირების მშენებლობა.

 

პროექტი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას 2026 წლის 15 ივლისამდე უნდა დაესრულებინა.

 

განმარტებით ბარათში წერია, რომ ფინანსთა სამინისტრომ EBRD -ს  სესხის თანხიდან მეორე ტრანშის გაუქმების და სასესხო შეთანხმებაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების თხოვნით მიმართა.

 

დოკუმენტის მიხედვით, EBRD -ის მიერ წარმოდგენილ იქნა „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ცვლილების მე-2 ტრანშის გაუქმების შეტყობინება.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სესხის მე-2 ტრანშის გაუქმებას მხარი დაუჭირა.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up