სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერნული რეიტინგი BB ნეგატიურიდან BB სტაბილურამდე გაუუმჯობესა, მიზეზად კი ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფი ზრდა დაასახელა. წლის პირველ ნახევარში ქვეყნის მშპ 12.7%-ით გაიზარდა. მთავრობის გეგმის მიხედვით 2025 წელს საქართველოს სუვერენული რეიტინგი BBB უნდა გახდეს, რაც საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდის და როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კერძო კომპანიებისთვის, სესხებს გააიაფებს.
საქართველოს BB სტაბილური რეიტინგი უკვე ჰქონდა პანდემიამდელ პერიოდში, თუმცა გასული წლის აპრილში, სრული ლოქდაუნის დროს მოლოდინი ნეგატიურამდე დაქვეითდა, წელს კი შეზღუდვების მოხსნის ფონზე ძველ მაჩვენებელს დაუბრუნდა.
3B 2B-ს სჯობია, მაგრამ საუკეთესო მაჩვენებლად AAA ითვლება. ამ რეიტინგით ნორვეგია, შვიცარია, დანია, ფინეთი და ნიდერლანდები სარგებლობენ. კონგოს, ანგოლასა და მოზამბიკის რეიტინგი კი CCC-თი განისაზღვრება.