„ჩავარდნილი პროექტი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი დეტალია და თუ სახელმწიფომ სერიოზული გარანტიები არ ჩადო, თავს არავინ აიტკიებს“ -  ქეთევან ქვარცხავა ანაკლიის პორტზე

„ჩავარდნილი პროექტი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი დეტალია და თუ სახელმწიფომ სერიოზული გარანტიები არ ჩადო, თავს არავინ აიტკიებს“ - ქეთევან ქვარცხავა ანაკლიის პორტზე

access_time2022-09-13 20:00:36

12 სექტემბერს  მთავრობამ „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ“ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები დაამტკიცა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა ანაკლიის პორტზე ინტერესთა გამოხატვა ამ ახალი წესით გამოცხადდება.

 

„დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები განისაზღვრა. ამ საკითხზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს კანონმდებლობა რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს, მათ შორისაა პროექტის იდენტიფიცირება, შემდგომში ინიცირება, მომზადება, კერძო პარტნიორის შერჩევა და პროექტის განხორციელების შეფასება. იცით, რომ ანაკლიის პროექტი ამ პროექტის ამოქმედებამდე იყო ინიცირებული და 2014 წელს გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა ინვესტორის შერჩევაზე. უკვე ახალი კანონის შესაბამისად უნდა მოვახდინოთ პროცედურების გავლა. იდენტიფიცირებისა და ინიცირების ეტაპები გავლილია და პროცესის დაჩქარება შეგვიძლია. ანუ შეგვიძლია კერძო პარტნიორების შერჩევის ეტაპიდან დაიწყოთ. ამისთვის საჭიროა შერჩევის პირობები მაღალ დონეზე იყოს მომზადებული”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


მთავრობის ეს  გადაწყვეტილება, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, გადაცემაში „ბიზნესი ბლუმბერგთან ერთად“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ადვოკატმა, იურიდიული ფირმა BLC-ის მმართველმა პარტნიორმა, ქეთევან ქვარცხავამ შეაფასა და აღნიშნა, რომ შესაძლოა რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო გამოჩნდა თუ რამდენად, მნიშვნელოვანი იქნებოდა ის, რომ  პორტის ინფრასტრუქტურა რაღაც  ეტაპამდე ყოფილიყო მიყვანილი. მისივე თქმით კარგი იქნებოდა, ისიც რომ მთავრობას თავისი გეგმები გაეჟღერებინა იმაზე, თუ როგორ აპირებს პორტამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რადგან იქ არც გზა მიდის, არც  რკინიგზა და შესაბამისად პორტი განყენებულად ვერ იმუშავებს.

 

„თვითონ მთავრობის განცხადებებს რაც  შეეხება, 2021 წელს მთავრობამ განაცხადა, რომ არსებული დავის პირობებში პარტნიორის მოძებნა ძალიან გაუჭირდებოდათ,  თუმცა რამდენიმე დღის წინ გაჟღერებულ მესიჯებში ისეთი კომპანიების სახელებმა გაიჟღერა, რომელიც შეიძლება რომ პროექტით დაინტერესდეს.

 

ნებისმიერ ინვესტორს, მითუმეტეს საკმაოდ რეპუტაბელურ და სერიოზულ ინვესტორს დასჭირდება იურიდიული რისკების მოკვლევა, იმისათვის რომ ამ პროექტმა წინ წაიწიოს, გარდა ამისა თვითონ კონტრაქტის დადებას  შეიძლება წლები დასჭირდეს, თუმცა ამ დავის პირობებში ეს ნაკლებად სავარაუდოა. უკეთესი იქნებოდა, რომ ეს პროექტი არ ჩაშლილიყო მაშინ როდესაც ჩაიშალა“, - აღნიშნა  ქეთევან ქვარცხავამ.


 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ერთ-ერთი მთავარი უცხოელი ინვესტორი, ბობ მეიერი, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივიან. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა, ხოლო ინვესტორმა ბობ მეიერმა - საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში.

 

2020 წლის 29 ივლისს შეტანილი სარჩელებით მოსარჩლეები საქართველოს მთავრობას მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სთხოვენ. კონსორციუმის მხრიდან ზარალის სახით დაანგარიშებული თანხა 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

 

თუ როგორ მიმდინარეობს  საარბიტრაჟო დავა დღეს,  ქეთევან ქვარცხავა  აღნიშნავს, რომ დავას მინიმუმ ერთ წელი კიდევ  დასჭირდება, მისივე  თქმით დღეს დავა აქტიურ ფაზაში არ არის,  თუმცა  გარკვეული დოკუმენტების მიმოცვლა მიმდინარეობს  და პროცესის ნაწილი კონფიდენციალურია. ქეთევან  ქვარცხავა აღნიშნავს, რომ დავასთან დაკავშირებით, ნებისმიერ ინვესტორს დასჭირდება იმ რისკების გათვლა რაც ამ დავას მოჰყვება, მისივე თქმით პირველ რიგში ეს რისკები დაკავშირებულია არბიტრაჟთან.

 

„არბიტრაჟი არის უკვე  წითელი დროშა, რომელსაც  ნებისმიერი  იურისტი ინვესტორს აუცილებლად დაანახებს, მაგრამ ამავდროულად აქ არის რამდენიმე  დეტალი გასათვალისწინებელი. სახელმწიფოს ინტერესი  ამ პროექტის მიმართ  არ  იყო  გამოკვეთილი, ყოველ  შემთხვევაში  სახელმწიფოს  არაერთხელ  ჰქონდა წინააღმდეგობრივი  მოსაზრებები ამ პროექტთან დაკავშირებით, მაგალითად იყო თუ არა ეს ეკონომიკურად მომგებიანი და ა.შ. შესაბამისად ერთხელ ჩავარდნილი პროექტი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი დეტალია და თავის ატკივება რა თქმა უნდა არავის არ უნდა იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფომ სერიოზული გარანტიები არ ჩადო.

 

თუ განხორციელდება ეს პროექტი და სახელმწიფო მოინდომებს ამ პროექტის ბოლომდე მიყვანას რაშიც მე ეჭვი მეპარება, ეს დაუჯდება გაცილებით უფრო ძვირი, ვიდრე დაუჯდებოდა კონსორციუმის პერიოდში. ზოგადად თანმიმდევრულობაში მეპარება ეჭვის, რადგან ამ პროექტის წამოწევა სეზონურად ხდებოდა, ვერ ვხედავთ  კონკრეტულ ნაბიჯებს და მხოლოდ  განცხადებები სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. მთავრობას მოუწევს, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით მისი ნება სერიოზულად აჩვენოს, გაიღოს ხარჯი, დაიწყოს ინფრასტრუქტურული ცვლილებები და ა.შ. გარდა გარანტიებისა, რაც ისედაც  გარანტირებული აქვს მთავრობას რომ აუცილებლად მოსთხოვენ მთავრობას სხვა ფინანსური დანახარჯების გაღებაც მოუწევს“, - აღნიშნა ქეთევან ქვარცხავამ.




თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up