მთავრობას ანტიინფლაციური პროგრამის შემუშავებისკენ მოუწოდებენ

მთავრობას ანტიინფლაციური პროგრამის შემუშავებისკენ მოუწოდებენ

access_time2022-06-06 12:00:53

ინფლაციური პროცესების შეკავება შეუძლებელი ხდება. საქართველოში მაისში ინფლაცია, წლიურ გამოსახულებაში, მკვეთრად გაიზარდა და 13,3%-ის დონეზეა. პრობლემა გლობალური მასშტაბისაა და გავლენა ნებისმიერ შემთხვევაში გვექნება, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ინფლაციის შესამცირებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. სპეციალისტები მთავრობას ანტიინფლაციური პროგრამის შემუშავებას ურჩევენ.


ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ექსპერტი, ეკონომისტი დავით ზარდიაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ ინფლაციის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და აუცილებელია, დროულად იქნას შემაკავებელი ზომები მიღებული, რომ მოსახლეობა ამ პრობლემას ნაკლები დანაკარგით გაუმკლავდეს.


,,ინფლაცია გლობალური პრობლემაა, მისგან ვერ დავიძვრენთ თავს, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას რაც შეიძლება სწორად და დროულად. პირველ რიგში, ანტიინფლაციური ღონისძიებები უნდა დაჩქარდეს, შესაბამისი პროგრამა არის შესამუშავებელი. რეფინანსირების განაკვეთითაც შეიძლება ამის მეტნაკლებად რეგულირება. ამ მექანიზმის სწორად გამოყენებით ინფლაციის გარკვეულ დონეზე შეკავება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, მთავარი მექანიზმი ეკონომიკის გააქტიურება, წარმოების ზრდაა. რამდენიმე სერიოზული პროგრამა მუშაობს, მაგრამ არასაკმარისია, მეტი ჩართულობაა საჭირო’, - ამბობს ზარდიაშვილი.


მისი თქმით,  ფასების ზრდა იმდენად საგანგაშო არ არის, მაგრამ როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ამ პროცესის პარალელურად შემოსავლებიც იზრდებოდეს.



,,მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას და სამამულო წარმოება განვითარდეს. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, როცა მთელ მსოფლიოში ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. მაქსიმალური მობილიზება დაგვჭირდება, რომ ეკონომიკური აქტიურობა მოხერხდეს. მეტი სოციალური გარანტიებია საჭირო, რათა მოსახლეობა ინფლაციას გაუმკლავდეს. სოფლის მეურნეობა სტრუქტურულ გაუმჯობესებას საჭიროებს. ქვეყანა პურის დიდი მომხმარებელია და წარმოების ზრდაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ვფიქრობ, პურის ფასის ხელოვნურად დაჭერას სჯობს, ეს რესურსი წარმოების განვითარებისკენ იქნას მიმართული და ფერმერებს მეტი მოტივაცია შევუქმნათ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ,,კომერსანტთან“.


ცნობისთვის, 2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.


„საქსტატის“ ცნობით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.7 პროცენტით განისაზღვრა.


წლიურ ჭრილში, ყველაზე მეტად გაძვირდა  ბოსტნეული და ბაღჩეული (51.1 პროცენტი), შემდეგ უკვე პური და პურპროდუქტები (34.5 პროცენტი), ხოლო მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები ინფლაციის (23.5 პროცენტი) გაძვირებით მესამე ადგილზეა.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up