მთავრობას „საინვესტიციო ფონდებში“ წილის ფლობა შეეძლება - რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი?

მთავრობას „საინვესტიციო ფონდებში“ წილის ფლობა შეეძლება - რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი?

access_time2022-06-27 12:00:54

სახელმწიფოს შესაძლოა „საინვესტიციო ფონდებში“ წილის ფლობის უფლება მიეცეს. კანონპროექტის მიზანს, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ვენჩურულ ფონდებში სახელმწიფოსთვის მონაწილეობის უფლება წარმოადგენს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების მიღება „ვენჩურული კაპიტალის” ფონდში თანხების ინვესტირებას ითვალისწინებს ანუ ამერიკული ფონდი Catapult Georgia-ს აქციონერი საქართველოს მთავრობა იქნება  და მასში $5 მილიონი დოლარს ჩარიცხავს. თავის მხრივ ამერიკული ფონდი ერთი წლის წინ გეგმავდა, რომ საქართველოს სტარტაპების განვითარებისთვის $50 მილიონი დოლარის მოცულობის ფონდს შექმნიდა.


„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის ავტორების თქმით, 2008 წელს განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ბლანკეტურად უკრძალავს სახელმწიფოს ფინანსურ ინსტიტუტებში (მათ შორის საინვესტიციო ფონდებში) მონაწილეობას, ეს კი ამ ბაზრის განვითარებას აფერხებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ბლანკეტური აკრძალვა, გაკეთდა მაშინ, როდესაც ბაზარზე საინვესტიციო ფონდები არ არსებობდა. ამას გარდა, აღნიშნული ცვლილებით არ მოხდება ბლანკეტური შეზღუდვის გაუქმება, არამედ მხოლოდ საინვესტიციო ფონდებში პასიური მონაწილეობის დაშვება, ანუ სახელმწიფოს როლი შემოიფარგლება მხოლოდ გარკვეული კაპიტალის მონაწილეობით და არა მისი მართვით. შედეგად, კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა განახორციელოს ინვესტირება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფონდებში, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებას, ეს კი თავის მხრივ დაეხმარება მეწარმეებს განვითარებაში დამატებითი სახსრების მოზიდვის კუთხით, ხოლო ინვესტორებს ალტერნატიულ აქტივებში და დივერსიფიცირებულად დაბანდებაში.


თუმცა, ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ სახელმწიფო კომპანიების ფინანსური მაჩვენებელი ყველასთვის ცნობილია და ასეთ სტრუქტურებში სადაც სამთავრობო სექტორი არის წარმოდგენილი ყველგან არის უკუშედეგს.


„საინვესტიციო ფონდებში წილის ფლობა მთავრობის მხრიდან არასწორია, რადგან სამთავრობო სტრუქტურებმა უნდა მიხედონ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს. მათ ეკონომიკური სუბიექტების ცხოვრებაში და საქმიანობაში ჩარევას პირიქით უნდა აარიდონ თავი.


ასეთ სტრუქტურებში სადაც სამთავრობო სექტორი არის წარმოდგენილი ყველგან არის უკუშედეგი ჩვენდა სამწუხაროდ და ამ შემთხვევაშიც მსგავსი მოლოდინი მაქვს. ვენჩურულ ფონდებში სახელმწიფოსთვის მონაწილეობის უფლება ნაწილობრივ ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა სახსრები შესაძლოა სხვადასხვა ბიზნესების დასაფინანსებლად შექმნილ ფონდში ჩაიდოს ან მან აიღოს სესხი და სახელმწიფო, რომელიც ფონდის მეწილეა, კრედიტის გარანტორიც იყოს.



კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საინვესტიციო ფონდების მართვა საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე მწირია, შესაბამისად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებთან, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო განვითარების პარტნიორებთან, რომ მოხდეს ამ ბაზრის სტიმულირება და საინვესტიციო ფონდის მართვისათვის საჭირო ცოდნისა და კაპიტალის მიღება. მე ვიტყოდი, რომ სამთავრობო სტრუქტურებში ცოდნა ნამდვილად მწირია, ვიდრე კერძო სუბიექტების, სწორედ ეს არის კიდევ ერთი მიზეზი რატომაც არ უნდა ჩაერიოს მთავრობა მართვაში. შევხედოთ კერძო საწარმოებს რა ხდება იქ და რა მდგომარეობაში არიან, რა მაჩვენებლებით ამთვრებენ წლებს და შევხედოთ კერძო საწარმოებს რა ვითარებაა, ემპირიული დაკვირვება ამ ორ სუბიექტს შორის სხვაობას აშკარად გვიჩვენებს“, - ამბობს რამაზ გერლიანი.


კანონპროექტების  წარდგენისას დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ეკა სეფაშვილმა, განაცხადა რომ, სახელმწიფოს საინვესტიციო ფონდში მონაწილეობის უფლება იმ დათქმით ენიჭება, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის საშუალება არ ექნება.


„ცვლილების შესაბამისად, საინვესტიციო ფონდებში სახელმწიფოს ექნება მონაწილეობის უფლება, რაც საქართველოს კანონმდებლობით ამ ეტაპზე არ აქვს. კერძოდ, სახელმწიფო ორგანოებს ანდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, შესაძლებლობა მიეცემათ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებით მიიღონ მონაწილეობა“, - განმარტა ეკა სეფაშვილმა.



კანონპროექტის ავტორთა განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი პრაქტიკა ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში. ვინაიდან სახელმწიფოს ამ სახით მონაწილეობა საინვესტიციო ფონდში, წარმოადგენს საინვესტიციო რისკების შემცირების ერთგვარ მექანიზმს. მათი ინფორმაციით, საინვესტიციო ფონდების განვითარებისთვის ასეთი პრაქტიკის დანერგვა საკმაოდ წარმატებული იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში.


„აღნიშნული საჭიროება იკვეთება იმ გარემოებით, რომ გასული წლების მანძილზე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და აწარმოე საქართველოს მიერ დაფინანსებული და წარმატებული კომპანიები, მათი შემდგომი განვითარებისათვის საჭიროებენ დამატებით კაპიტალსა და მხარდაჭერას. ვენჩერული და კერძო კაპიტალის ფონდები ზუსტად ამ გამოწვევას პასუხობენ. გარდა ამ თანხვედრისა, აღნიშნული პირდაპირ უწყობს ხელს არასაბანკო საფინანსო სექტორის განვითარებას, კაპიტალის ბაზრისა და საინვესტიციო ფონდების განვითარებას. ხოლო მაკრო ჭრილში საქართველოს ეკონომიკას ხდის უფრო მდგრადს და ნაკლებად დამოკიდებულს სისტემურ ბანკებზე. ამ ეტაპისათვის, სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარეობს საფინანსო სექტორის ამ მიმართულების განვითარებისათვის მოლაპარაკებები ისეთ საერთაშორისო განვითარების პარტნიორებთან როგორებიც არიან ADB, IFC, World Bank, EBRD, FMO, EIF, DFC (former OPIC) და მათთან ერთად ამ მიმართულების განვითარებისათვის რიგი ღონისძიებები იგეგმება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ დროულად მოხდეს ბაზრის განვითარებისათვის გასატარებელი ღონისძიებები, აუცილებელია კანონპროექტის კანონად მიღება“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.


უფრო კონკრეტულად კი, პროექტის მიღების შედეგად, სახელმწიფო შეძლებს შესაბამის საინვესტიციო ფონდში მონაწილეობა მიიღოს 2022 წლის ბიუჯეტითა და შემდგომი წლების BDD გეგმით გათვალისწინებული სახსრების გამოყენებით. კერძოდ, საქართველოს საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში და რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოშია მობილიზებული, გადანაწილებულია შემდეგნაირად - 2022 წელს 1,500,000 ლარი, 2023 წელს 2,500,000 ლარი, 2024 წელს 5,000,000 ლარი და 2025 წელს 7,000,000 ლარი. ჯამში, ამ მომენტისათვის და ვენჩერული კაპიტალის ფონდებში ინვესტირებისათვის გათვალისწინებულია 16 მილიონი ლარი.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up