„7000 ტონა იმპორტირებული ფქვილი გათავისუფლდეს ყველანაირი გადასახადისგან”- „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“

„7000 ტონა იმპორტირებული ფქვილი გათავისუფლდეს ყველანაირი გადასახადისგან”- „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“

access_time2023-04-06 14:00:55

„მთავრობას ვთავაზობთ 7000 ტონა იმპორტირებული ფქვილი ყოველთვიურად, კვოტირებულად გათავისუფლდეს ყველანაირი გადასახადისგან,”- ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

 

ლევან სილაგავამ საქართველოს მთავრობას შეთავაზება წარუდგინა, რაც  პურის ქარხნებისთვის დაუბეგრავი რეჟიმით მიეწოდოს იმ რაოდენობის ფქვილი, რომელიც ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობად არის საჭირო.

 


,,ინიციატივა გულისხმობს, რომ  პურის ქარხნებისთის საჭირო ფქვილი, რომელიც ე.წ. სოციალური პურის გამოცხობისთვისაა საჭირო, მიწოდებული იყოს დაუბეგრავი რეჟიმით. ამოცანა მათ შორის, პურის მწარმოებლებისთვის მდგომარეობს იმაში, რომ მიიღონ ყველაზე იაფი ფქვილი. შესაბამისად, მათთვის მისაღებია დღეს არსებული დაბეგვრის რეჟიმი. დღეს, იმპორტირებული ფქვილი არ იბეგრება. ჩვენი შეთავაზებ არის ორკომპონენტიანი. პირველი – პურის ქარხნებს 7000 ტონა ფქვილი სჭირდებათ თვეში,  ე.წ. სოციალური პურის გამოცხობისთვის. შესაბამისად მთავრობას ვთავაზობთ 7000 ტონა იმპორტირებული ფქვილი ყოველთვიურად, კვოტირებულად გათავისუფლდეს ყველანაირი გადასახადისგან. დანარჩენ ფქვილზე რომელიც სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმზე გამოიყენება,  გერმანულ და ავსტრიულ პურზე, ამ მიმართულებით შემოღებული იყოს ფქვილის იმპორტზე დაბეგვრის რეჟიმი. ეს იქნება დამაბალანსებელი, საშუალებას მისცემს წისქვილკომბინატებს, რომ ამუშავდნენ და ხორბალი მიიღონ ადგილობრივი ფერმერებისგან. ეს ყველაფერი გარანტირებულად გვაძლევს იმას, რომ ყველაზე იაფი ფქვილი აქვს პურის ქარხნებს, შესაბამისად, ინარჩუნებენ პურის ფასს,“,- განაცხადა ლევან სილაგავამ ”მედიაცენტრ მთავარში“.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up