„მთავრობასთან ჩვენი პოზიციები ვერ შეჯერდა, ცვლილება ხარჯებს გაზრდის“ - დამსაქმებელთა ასოციაცია სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალზე

„მთავრობასთან ჩვენი პოზიციები ვერ შეჯერდა, ცვლილება ხარჯებს გაზრდის“ - დამსაქმებელთა ასოციაცია სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალზე

access_time2023-01-17 10:00:19

ბიზნესის ნაწილს სამუშაო გრაფიკი შეეცვალა. მთავრობამ დაამტკიცა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი, რომელთაც 48 საათიანი სამუშაო კვირა აქვთ, ასეთი საწარმოების რიცხვი ახალი დადგენილებით შემცირებულია, შესაბამისად იმ საწარმოებში, რომლებიც ჩამონათვალში ვეღარ მოხვდნენ  სამუშაო საათები კვირაში 40 საათს უნდა შეადგენდეს.


 

თემასთან დაკავშირებით რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ აბუთიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობას პოზიციები სექტორთან არ შეუჯერებია.


 

“აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბიზნესი დიდი ხანია ელოდა. ჩვენც არაერთი პოზიცია და მოსაზრება წარვადგინეთ მთავრობაში, საბოლოო სიასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ვერ შეჯერდა მაინც. ჩვენ არ ვიყავით ამ პროცესში ბოლომდე ჩართული და გვქონდა მოლოდინი, რომ სია უფრო დეტალურად იქნებოდა გავლილი. არის გარკვეული გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამ განაპირობა ამა თუ იმ დარგის ამოღება. რატომ იყო, რომ მშენებლობა ან რესტორნები უწყვეტ რეჟიმს ექვემდებარებოდა და ახლა აღარ, ამ კითხვებზე პასუხები არც განხილვის დროს და არც შემდგომ არ გვქონია,“ - განაცხადა ნიკოლოზ აბუთიძემ. მისი თქმით, პროცესში აქტიურად არ ყოფილა ჩართული არც ბიზნესსექტორი.

 


 

აბუთიძის თქმით, ახსნილი უნდა იყოს, მიზანი რა არის და განსხვავებული მიდგომა რით არის განპირობებული.

 

 

„ესაა, როცა დამსაქმებელს 8 საათი არ ჰყოფნის სამუშაო პროცესის დასასრულებლად. ცოტა საკამათოა, პრაქტიკაში, თუ რა არის უწყვეტობა. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ამ პროცესში არ შეიძლება სამუშაო კადრის შეცვლა ან სხვა პირის დასაქმება. აქ სამუშაო პროცესი არის ისე აგებული, რომ ადამიანის მხრიდან კონტროლს ნაკლებად ექვემდებარება. მაგალითად მშენებლობაზე, როდესაც დაიწყებ ცემენტის ჩასხმას, ან სამშენებლო სამუშაოებს, შეიძლება 8 საათში ვერ დაასრულო იმიტომ, რომ ბუნებრივი პროცესები მიმდინარეობს და არაა ჩვენზე დამოკიდებული. ეს ნუსხა არის იდეა, რომ მეწარმეები იქნენ წახალისებული და ზეგანაკვეთური სამსახური მათთვის არ იყოს ყოველდღიურობა ან კადრების რაოდენობა ისე არ გაეზარდოთ, რომ ბიზნესს ხელი შეეშალოს. არსი არის ის, რომ გონივრული ოდენობით წაახალისონ ის დარგები, რომლებსაც სჭირდებათ 8 საათზე მეტი სამუშაო დრო. ამას არ უნდა შევხედოთ იმ კუთხით, რომ ადამიანების ექსპლუატაცია მიმდინარეობს,“- განაცხადა აბუთიძემ.

 


ნიკოლოზ აბუთიძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ბიზნესს ხარჯები გაეზრდება.

 


„ზეგანაკვეთური სამუშაო არ უნდა იყოს ყოველდღიურობა. თუნდაც ავუნაზღაუროთ და თვითონაც თანახმა იყვნენ, ეს ზეგანაკვეთურის არსს ეწინააღმდეგება. იმ სამსახურებში, სადაც სჭირდებოდათ 10 საათი მუშაობა, მოუწევთ რომ ნახევარ განაკვეთზე აიყვანონ ადამიანები, რათა ყოველდღიურად ერთი და იმავე ადამიანს არ მოუწიოს ზეგანაკვეთური მუშაობა,“ - აღნიშნა აბუთიძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up