მთავრობასთან გარიგებული ინვესტორები და არარსებული სასამართლო - რატომ უარესდება საქართველოს რეიტინგი

მთავრობასთან გარიგებული ინვესტორები და არარსებული სასამართლო - რატომ უარესდება საქართველოს რეიტინგი

access_time2022-02-22 11:00:22

The Heritage Foundation-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 14 პოზიციით ჩემოქვეითდა და 26-ე ადგილზეა. ასეთი მკვეთრი ვარდნა ქვეყანას არცერთი წლის ინდექსში არ ჰქონია. ორგანიზაციის შეფასებით, 0-დან 100-მდე სკალაზე საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების დონე 71.8 ქულით ფასდება, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 77.2 ქულა იყო. საქართველოს შედეგის გაუარესება რეიტინგის შემადგენელ თითქმის ყველა კრიტერიუმში პოზიციის ვარდნას უკავშირდება. 


„ბოლო ნახევარი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების გაფართოების შესაშური გამოცდილება შეჩერდა. სუსტი ფისკალური სიჯანსაღისა და ბიზნესის თავისუფლების შემცირების გამო, საქართველოში 2017 წლიდან ეკონომიკური თავისუფლების საერთო კლებამ 4.2 პუნქტი შეადგინა და გადაინაცვლა ძირითადად თავისუფალი კატეგორიის ქვედა ნახევარში
ამასთან, ვაჭრობის თავისუფლებისა და საგადასახადო ტვირთის ქულები რჩება მყარი, ასევე სასამართლო ეფექტურობა და შრომის თავისუფლება საჭიროებს გაუმჯობესებას“, - ნათქვამია კვლევაში.


ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რომ შეფასება ეხება 2020 წელს და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს, ამიტომ თითქოს ბუნებრივია, როდესაც ავიღებთ ერთ კონკრეტულ წელს, მით უმეტეს, პანდემიიდან გამოწვეულ სიძნელეებს, ასევე, მეთოდოლოგიას, რომლითაც აღნიშნული ორგანიზაცია აფასებს ქვეყნებს - იქნება გაუარესება.


„ეს არის 2020 წელი, როდესაც ქვეყნის ვალი იყო 60% და ბიუჯეტის დეფიციტი - 9.3%. თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ ის პარამეტრები, რომელზე დაყრდნობითაც ხდება შეფასება, 2021 წელს უკვე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, აისახება უკვე შემდეგი წლის შეფასებებში. ის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც ქვეყანას ჰქონდა 2021 წელს, დეფიციტისა და ვალის შემცირება, მათი მეთოდოლოგიით ამ ანგარიშში, სამწუხაროდ, ვერ მოხდა. მე ვერ დავიწყებ ამ რეიტინგის კონკრეტული მიმართულების კრიტიკას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებას უფრო პროფესიულ დონეზე აფასებენ სარეიტინგო კომპანიები როგორიცაა: fitch-ი, S&P და სხვა ორგანიზაციები“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.


თუმცა, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს დაქვეითება მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნია პოლიტიკოს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. მისი თქმით, ამ მონაცემის გაუარესება ნეგატიურად აისახება ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე.


„ეკონომიკური თავისუფლება ინვესტიციების მოზიდვის ერთადერთი საშუალებაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და მძიმე გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ზრდის საშუალება კი სწორედ ინვესტიციებია. მათ გარეშე საქართველოში არ შეიქმნება სამუშაო ადგილები, არ გაიზრდება ხელფასები, დავრჩებით ასეთივე ღარიბებად და სრულად მოკვდება განვითარების პერსპექტივა“, – ამბობს ჯაფარიძე.



„ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი“ პაატა შეშელიძეც
აღნიშნავს, რომ ამ ინდექსში მოცემული ბევრი საკითხი დაკავშირებულია მთავრობის მცდელობასთან ბიზნესს საკუთარი ინტერესები თავს მოახვიოს, ესენია მაგალითად ელიტურლი კორუფცია, სასამართლოს საკითხი და დაწესებული რეგულაციები.


„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ნათქვამია, რომ უცხოელ ინვესტორებთან დაკავშირებული ბევრი საკითხი ბუნდოვანია. ისინი ხედავენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე ფაქტობრივად არ შემოდის, ხოლო თუ შემოდის მთავრობასთან უნდა იყო გარიგებული. თუმცა, ჯერჯერობით, ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით, ვრჩებით მეტად თავისუფალ ქვეყნებში, მაგრამ თითქმის ბოლოსკენ ვართ. თუ ვიყავით ათეულში, ახლა ოცდაათისკენ ვართ, ამიტომ ეს უკვე საგანგაშოა. ამ ინდექსში ასეთი რადიკალური ცვლილება უნდა იწვევდეს გარკვეულ რეაქციებს მთავრობის მხრიდან, ვიღაცამ ამაზე პასუხი უნდა აგოს და გვითხრას, თუ როდის და როგორ შეიძლება ამის გამოსწორება”, - ამბობს პაატა შეშელიძე.


„ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტი რომან გოცირიძეც აღნიშნული ინდექსში ასეთ მკვეთრ ვარდნას ინვესტორებისთვის ძალიან ცუდ სიგნალად მიიჩნევს.


„საქართველოში ამ მასშტაბით ცვლილება არ ყოფილა, 14 საფეხურით დაეცა ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, ვიყავით მე-12, გავხდით 26–ე. წლების განმავლობაში ყოველთვის იზრდებოდა, 12 წლით უკან დავიხიეთ, ძალიან ცუდი სიგნალია ეს ინვესტორებისთვის. ამით ვეუბნებით ინვესტორებს, არ გაბედოთ საქართველოში შემოსვლა, ცხვირი არ შეყოთ იმ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს სასამართლო, სადაც ფინანსთა სამინისტრო ვერ უმკლავდება ფისკალურ პრობლემებს. ამ პოლიტიკით სამწუხაროდ ვერცერთ ინვესტორს უკან ვერ დავაბრუნებთ“, — აღნიშნა რომან გოცირიძემ.


აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პირველ ადგილზე სინგაპურია 84.4 ქულით, მეორეზე შვეიცარიაა 84.2 ქულით. პირველ ხუთეულში ხვდებიან ასევე ირლანდია, ახალი ზელანდია და ლუქსემბურგი.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
The Heritage Foundation



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up