მთავრობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით მომდევნო წლებში საგადასახადო შეღავათების შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ საუბარია „ხედვა 2030-საქართველოს განვითარების სტრატეგიაში“.
„მსოფლიოში მაღალკონკურენტული პირობების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს, რომ პოტენციურ ინვესტორებს შესთავაზოს უფრო შეღავათიანი და ხელსაყრელი პირობები. მაგალითად, ქვეყანამ უკვე დანერგა ახალი სახელმწიფო პროგრამა უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისათვის − ე. წ. FDI გრანტი, რომელიც გულისხმობს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემდეგ კომპანიებისთვის კვალიფიციური ხარჯების ანაზღაურებას. ამ ეტაპზე, აღნიშნული მექანიზმი მაღალტექნოლოგიურ წარმოებას, სერვისების ექსპორტს, ლოგისტიკისა და თვითმფრინავების მომსახურების სფეროებს ფარავს.მომდევნო წლებში აღნიშნული და სხვა მექანიზმები გაფართოვდება; ამასთანავე, განიხილება ახალი მექანიზმების ამუშავებაც, როგორებიცაა: საგადასახადო შეღავათები, სამუშაო ძალის წინასწარი გადამზადება და სხვა ინიციატივები,“- ნათქვამია დოკუმენტში.