მთავრობის ადმინისტაციის ხელმძღვანელმა ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების თემაზე საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გახსნა

მთავრობის ადმინისტაციის ხელმძღვანელმა ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების თემაზე საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გახსნა

access_time2021-05-28 23:50:00

სახელმწიფო უწყებებსა და საქართველოში წარმოდგენილ განვითარების პარტნიორებს შორის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების თემაზე საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„შეხვედრა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონლაინ-ფორმატში შედგა.



შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის ბუნებრივი რესურსების მიმართულების მნიშვნელობას. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ - მაია ბითაძემ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა - ჰუბერტ ქნირშმა.
შეხვედრაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა განვითარების პარტნიორებს გააცნეს სექტორული პრიორიტეტები, მიღწევები და საჭიროებები, ხოლო, საერთაშორისო პარტნიორებმა მზადყოფნა გამოთქვეს შემდგომ თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა გარემოსდაცვითი პოლიტიკა, კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნება, სატყეო და დაცული ტერიტორიები; წყალმომარაგება, სანიტარია და ნარჩენების მართვა; ასევე ენერგიის მდგრადი გამოყენება, განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა.




თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაციის სამმართველოს ორგანიზებით, წელიწადში ერთხელ იმართება და მიზნად ისახავს მთავრობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე სტრატეგიული დიალოგის წარმოებას განვითარების პარტნიორებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
შეხვედრა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up