საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზება ხდება, რაც სავარაუდოდ, დღეს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილ შეკრებას უკავშირდება.
ოპოზიციური პარტიები დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებას გეგმავენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციური პარტიები მოსახლეობას სამოქმედო გეგმას პარლამენტის შენობის წინ შეკრებისას გააცნობენ.
„არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებულ, ძალადობრივ, სულში შეურაცხყოფა მიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფლებას, მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას შერჩება. ბრძოლა გუშინ არათუ არ დასრულებულა, არამედ ბრძოლა დაიწყო. შეხვედრამდე რუსთაველის გამზირზე“,- განაცხადა მელიამ.
წყარო: ინტერპრესნიუსი