„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა პოპულისტურია და იმის საშიშროებას აჩენს, რომ ხელისუფლებას ეკონომიკური ხედვა არ გააჩნია“

„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა პოპულისტურია და იმის საშიშროებას აჩენს, რომ ხელისუფლებას ეკონომიკური ხედვა არ გააჩნია“

access_time2020-04-13 10:00:01

COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური შოკების დასაძლევად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მთავრობებმა ანტიკრიზისული გეგმები წარადგინეს. მათი უმრავლესობა მონეტარული პოლიტიკის შერბილებას, ბიზნესის დახმარებას და  საგადასახადო შეღავათების დაწესებას გულისხმობს.


საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის მიხედვით, ტურისტულ სექტორს გადასახადებს გადაუვადებენ და საბანკო ვალდებულებების თანადაფინანსებას მოახდენენ. იმ ბიზნესს კი, რომელსაც სესხის გადახდის პრობლემა შეექმნება, ბანკები, სესხის რესტრუქტურიზაციას ინდივიდუალურად გაუკეთებენ. გარდა ამისა, ქონების და საშემოსავლო გადასახადები 1 ნოემბრამდე გადაუვადდათ იმ კომპანიებს, რომლებიც  ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს ახორციელებენ. მთავრობა ასევე გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს და კომპანიებს 1,200 მლნ ლარს დაუბრუნებს. ახალი სახელმწიფო პროგრამით, 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები მთელი საქართველოს მასშტაბით  საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას მიიღებენ. სტიმულირების პაკეტის მიხედვით, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის დამატებითი სტიმულირებისთვის გაიზრდება ქვეყანაში კაპიტალური პროექტების მხარდაჭერა.


განხვავებულად უპირისპირდებიან კორონავირუსის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ შოკებს მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები. აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტამდე შემცირდა, მაშინ როდესაც საქართველოში ეს მაჩვენებელი 9%-ს უტოლდება. გარდა ამისა, აშშ-მა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა და საფინანსო ბაზარს დამატებით 700 მლრდ დოლარის რესურსს მიაწვდის. ფედერალური მთავრობა კი შტატებსა და ოლქებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სპეციალური დაფინანსების სახით 50 მლრდ დოლარს გამოუყოფს.


ჰონგ-კონგში ერთჯერად 1200 დოლარის ფულად დახმარებას ყველა სრულწლოვანი და მუდმივი მაცხოვრებელი მიიღებს. გარდა ამისა, მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის განსაკუთრებული საგადასახადო შეღავათები დაწესდა, ხოლო პენსიონერები დამატებით ერთი თვის სახელმწიფო დახმარებას მიიღებენ.



რუსეთის მთავრობამ შექმნა ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესს, რეგიონებს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს და საზოგადოებას. გეგმა ითვალისწინებს საკარანტინო ადამიანების შემოსავლის ანაზღაურებას დამსაქმებელთა ან შვებულების ხარჯზე. ბიზნესს საგადასახადო შეღავათები დაუწესდათ, ხოლო რეგიონები, რომლებიც შეასრულებენ ეკონომიკური განვითარების გეგმას,  საბიუჯეტო სესხს მიიღებენ.


დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული სტიმულირების პაკეტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%-მდე, ხოლო ბანკებისთვის ბუფერი 0%-მდე შემცირდა, რაც მიზნად დაკრედიტების სტიმულირებას ისახავს. ქვეყნის მთავრობამ 37 მლრდ დოლარის პროგრამა წარადგინა, რომელიც მოიცავს: საგადასახადო შეღავათებს, ფულად გრანტებს ბიზნესებისთვის, სახელმწიფო სუბსიდიას ბიზნესებისთვის დასაქმებულთა ხელფასების დასაფარად და ა.შ.


ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ არა მარტო განვითარებული, არამედ უმეტესი განვითარებადი ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა უფრო მეტად პოპულისტურია და კონკრეტულ მნიშვნელოვან დეტალებს არ მოიცავს.


„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა უფრო მეტად პოპულისტურია, მაგალითად, დენის ვაუჩერების ნაწილი, რომლითაც ეხმარებიან იმ ადამიანებსაც რომლებსაც ეს არ სჭირდებათ და ვერ ეხმარები იმათ, ვისაც ძალიან სჭირდება, მაგალითად, მრავალსულიან ოჯახებს. სწორედ ასეთი არაფუნდამენტური ინიციატივები საფუძველს მოკლებულია და  იმის საშიშროებას აჩენს, რომ ეკონომიკური ხედვა მთავრობას არ გააჩნია. გარდა ამისა, მთავრობა ამბობს, რომ დაეხმარებიან იმათ, ვინც სამუშაო დაკარგა, ეს მაშინ როდესაც ქვეყანაში ერთი მილიონი თვითდასაქმებულია და მონაცემთა ბაზები იმის შესახებ თუ ვინ დაკარგა სამუშაო ადგილი - არ არსებობს, ამ შემთხვევაშიც ჩანს, რომ სწორი მიმართულებით არ მიდიან. ყველაზე მარტივი არის, დაეხმარონ იმ იდამიანებს, მაგალითად ვისაც 40 000 ლარზე ნაკლები აქვთ შემოსავალი, ამ შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ კონკრეტული ჯგუფი გამოგრჩეს - არ იარსებებს.


ბიზნესისთვის კი მნიშვნელოვანია საშემოსავლო გადასახადის გაუქმება, რადგან ეს არის ის რაც კომპანიას თანამშრომლის შენახვას უძვირებს. ასეთი ტიპის მსუყე ინიციატივები უნდა ისმოდეს, მთავრობისგან კი გაურკვეველი ინიციატივები გაჟღერდა, რაც არ არის შეკრული. უფრო მეტად უნდა ვიყოთ ფოკუსირებული თუ რა არის ჩვენი ქვეყნის უპირატესობები და რა შეიძლება იყოს პოსტკრიზისული პერიოდიდან არათუ გადარჩენის, არამედ ჩქარი განვითარების შესაძლებლობა. პოსტკრიზისულ გეგმაში ხელისუფლებამ გაცილებით უფრო მსუყე დოკუმენტი უნდა შემოგვთავაზოს, ანტიკრიზისული გეგმა კი უნდა იყოს კონკრეტული ხედვა, დაფუძნებული ჯერ იმაზე, მათი პროგნოზით თუ რამდენი ხანი არის ეს კრიზისი საქართველოში აქტუალური და შემდეგ უკვე ამ პატარა ამოცანების ამოხსნა დაიწყონ. მართალია განვითარებული ქვეყნების მსგავსი ფინანსები ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ მათგან ძირითადი მიდგომების გადმოღება და ჩვენ რეალობასთან მორგება შეგვიძლია“, - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

 

ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up