„ეს დოკუმენტი არც ორი მილიარდი და არც ეკონომიკური კრიზისული/ პოსტკრიზისული გეგმა - ეს არის პოლიტიკური კეკლუცობა!
- დღგ დაბრუნება და გადასახადების ნაწილის გადავადებაა გეგმა და პროგრამა ?? ეს არის ქაღალდზე გაწერილი / გაბევრებული 2 მილიარდი
- მთავარი მიზანი უნდა იყოს ადამიანებისათვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება
- მცირე და საშუალო ბიზნესი არის ეკონომიკის მთავარი დასაყრდენი და ყველაზე მთავარი დასაქმებული.
- მთავრობას სპეციალური პროგრამა გამოაცხადოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. შესთავაზოს მათ დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხი ( ან კაპიტალში შევიდეს ) იმ
პირობით თუკი ეს კომპანია თანამშრომლების მინიმუმ 2/3 არ გაათავისუფლებს - სესხი გრანტად ჩაეთვალოთ
- მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალიან სუსტია, მოვუწოდებ მთავრობას მოიწვიონ ეკონომიკის სპეციალისტები ( ისევე როგორც ჯანდაცვაში) და კონკრეტული გეგმა შეიმუშაონ, ეს დოკუმენტი არც ორი მილიარდია და არც გეგმა!“
ეს ის მთავარი მესიჯებია, რომელიც პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ tv პირველის“ ეთერში გააჟღერა. როგორც კობერიძე აცხადებს, არსებულ ვითარებაში ხელისუფლების მთავარი მიზანი უნდა იყოს ადამიანებისათვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება.
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ხელისუფლების მიერ გატარებულ ეკონომიკურ საკითხებს შეეხო და მთავრობის სუსტ მხარეზე ისაუბრა.ჟურნალისტის კითხვაზე უნდა არსებობდეს თუ არა რაიმე მონახაზი თუ როგორ შეძლება ეკონომიკის მართვა და მომავალში ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, ლევან კობერიძე პასუხობს, რომ კრიზისის დასაძლევად მცირე და საშუალო ბიზსესის გამართულად მუშაობაა, რასაც სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს.
„დღეს მთავრობის ქმედებებში და განცხადებებში არ იკვეთება არანაირი ხედვა თუ რას აპირებენ ისინი ეკონომიკასთან მიმართებაში, რა კონკრეტული შეთავაზებები აქვთ. მცირე და საშუალო ბიზნესი არის ეკონომიკის მთავარი დასაყრდენი და ყველაზე მთავარი დამსაქმებელი. მთავრობამ სპეციალური პროგრამა უნდა გამოაცხადოს მათ დასახმარებლად, ოღონდ არაპირდაპირი და ფულის ჩუქებით.
მაგალითად, დაბალ პროცენტიანი გრძელვადიანი სესხებით, თუკი მცირე და საშუალო ბიზნესი შეინარჩუნებს ყველა თანამშრომელს და გარკვეულ პირობებს შეასრულებს, ეს სესხი შესძლოა გრანტად გადაეცეს მათ და პროცენტი არ დაეკისროთ.“-ამბობს ლევან კობერიძე.
დამოუკიდებელი დეპუტატი კორონავისურის გამო გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთ გზად, სსიპ-ებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის კერძო სექტორში გადაწილებას მიიჩნევს, რომელიც გაზრდის დასაქმებულთა რაოდენობას. ასევე კერძო სექტორის ამოქმედებას შეუწყობს ხელს.
გადაცემის მსვლელობის დროს პარლამენტის წევრმა ლევან კობერიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავასა და საქართველოს პრემიერ მინისტს გიორგი გახარიას მიმართა, სადაც მათ მოუწოდა ეკონომიკური გუნდი მეტად გააუმჯობესონ, რადგან სექტორი საკმაოდ სუსტია.
„ეკონომიკურ გუნდს არ გააჩნია კვალიფიკაცია, მოიწვიონ სფეროში გამოცდილი ადამიანები და რის წარგენასაც აპირებენ მათთან ერთად გაიარონ. ვგულისხმობ იმ ერთ გვერდიან დოკუმენტს, სადაც აღნიშნულია, თუ სად აპირებს მთავრობა ორი მილიარდის გახარჯვას. მათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა იმ დოკუმენტის არსებობა, რომელიც არის ხედვის გარეშე, ჰქვია პოლიტიკური კეკლუცობა, ანგაჟირებული პოპულიზმი. ამ სიტყვებს ხშირად ხმარობენ და იციან. ორი მილიარდში პუნქტობრივად რომ წავიკითხით, არის საუბარი დღგ-ს დაბრუნების ნაწილზე, რომელიც ბიზნესს ისედაც ეკუთვნის, ეს არ არის პროგრამის და გეგმის ნაწილი. ციფრების გაბევრებაზე თუ უნდათ საუბარი, არ ვიცი. ყველაზე დიდ პრობლემას ქმნის ის, რომ კონკრეტული გეგმა არ აქვთ.“-აცხადებს ლევან კობერიძე.
მოამზადა ნათია ლომიძემ