„მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ქვეყანაში ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას“

„მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ქვეყანაში ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას“

access_time2022-10-31 13:40:00

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მედიის წარმომადგენლებს თხილის ახალი პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტრო ავრცელებს.


„მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ქვეყანაში ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ჩვენ, წლების განმავლობაში, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა მინისტრმა.


როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, 2017 წელს, აზიური ფაროსანას გავრცელების შემდეგ, თხილის კულტურას გარკვეული პრობლემები შეექმნა, როგორც მოსავლიანობის, ასევე ხარისხის კუთხით. მნიშვნელოვნად შემცირდა ექსპორტიც. სახელმწიფოს მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულმა მასშტაბურმა ღონისძიებებმა, რომელიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო.


„ჩვენ, ეტაპობრივად, 2019 წლიდან, გავზარდეთ მოსავლიანობა და გაიზარდა ექსპორტიც. 2021 წელს, თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 15 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე და ეს იყო, ძირითადად, კლიმატური პირობები, რომლის გამოც ფერმერებმა ვერ შეძლეს მოვლის ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება, მოსავლიანობა შემცირდა; ასევე შემცირდა ხარისხი; საექსპორტო ღირებულების და ზოგადად მოთხოვნის შემცირებიდან გამომდინარე, ფერმერებმა ვერ მიიღეს სათანადო შემოსავალი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფერმერებს, რომ მათ, მომავალ წელს, გაზაფხულიდან შეძლონ განახორციელონ ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც ხარისხიანი მოსავლის მისაღებად არის აუცილებელი. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ დავეხმარებით სექტორს და ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 -3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას, აგრობარათზე დარიცხული ქულების სახით. დახმარების გამოყენებას ფერმერები შეძლებენ იმ სხვადასხვა საქონლის შესასყიდად, რომელიც საჭიროა თხილის მოვლისთვის, რითაც ხელს შევუწყობთ თხილის მოსავლის რაოდენობის და ხარისხის გაუმჯობესებას ქვეყანაში“, - აღნიშნა მინისტრმა.



ოთარ შამუგიას განცხადებით, სამი ჰექტრიდან ზევით თხილის ფართობის მქონე ფერმერებიც მიიღებენ შეღავათებს და მათ მიეცემათ საშუალება, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის.


„ჩვენ ფერმერებს დავუფინანსებთ სესხის დაახლოებით 8 პროცენტს. ვფიქრობთ, რომ ეს ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხარისხიანი მოსავლის მიღებას. პროცესი წარიმართება შემდეგნაირად: ჩვენ გავაკეთებთ თხილის კადასტრს ჩვენი შესაბამისი სამსახურების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით; შევაგროვებთ მონაცემებს, რომლის ფარგლებშიც გვექნება ინფორმაცია, რომელი იურიდიული თუ ფიზიკური პირი ფლობს რა ფართობის თხილს. ინფორმაცია გვექნება ჯიშებზეც, რაც ანალიზის გაკეთების და სექტორის მხარდასაჭერი შესაბამისი ღონისძიებების გატარების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up