ბიზნსმენი ლაშა პაპაშვილი არ იზიარებს მთავრობის გადაწყვეტილებას და თვლის, რომ „ესტონური მოდელი" ბანკებზე არ გავრცელდება, შეცდომაა. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებზე აისახება.
„ეს საბანკო სექტორს არ მოემატა, ხალხს მოემატა. ამ 20%-ს მხოლოდ ბანკი კი არა, მთელი საქართველო გადაიხდის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამის დაწესება ნაადრევი იყო,“- აცხადებს პაპაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ „ესტონურ მოდელზე“ აღარ გადადიან, შენარჩუნდება მოგების გადასახადის არსებული სისტემა და 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია.