„მთავრობის გადაყენება ყაზახეთში არაფერს ნიშნავს, პრეზიდენტის ვერტიკალია მთავარი“ - ლაშა ძებისაშვილი

„მთავრობის გადაყენება ყაზახეთში არაფერს ნიშნავს, პრეზიდენტის ვერტიკალია მთავარი“ - ლაშა ძებისაშვილი

access_time2022-01-05 16:00:40

ყაზახეთის მთავრობის გადადგომას საქართველოს უნივერისტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს და ყურადღებას პრეზიდენტის ვერტიკალის გადამწყვეტ როლზე საუბრობს. 


“ყველა ყაზახეთზე წერს და მეც ჩემ დაკვირვებებს გაგიზიარებთ.


1 - დემონსტრანტების 99.999% მამაკაცია;

2 - პოლიციას ძალადობა არ გასდის და პროტესტანტები აქეთ გადმოდიან შეტევაზე;

3 - დემონსტრაციები ბევრ ქალაქშია და რეჟიმს უჭირს ძალების თავმოყრა;


4 - რეგიონებში დემონსტრანტებს ძალოვნების გადასროლის შეზღუდვის მიზნით გზებზე ჩეკპოინტები აქვთ მოწყობილი;

5 - პროტესტს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. 


მთავრობის გადაყენება ყაზახეთში არაფერს ნიშნავს, პრეზიდენტის ვერტიკალია მთავარი. 


თუ ეს მოვლენები არ დამთავრდა მთავრობის შეცვლით და საფრთხე შეექმნება ტოკაევ/ნაზარბაევს, რუსეთი ჩაერთვება თავისი კონკრეტული მიზნით... შეათრიოს კავშირში ბელარუსის მსგავსად. თუ რუსეთიც ვერ მოერია პროტესტს, ..ჩრდ. ყაზახეთს წაიღებს ძალით“, -  წერს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი.



ყახაზეთში მთავრობა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის ხელმძღვანელობით გადადგა. მთავრობის გადადგომა პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მიიღო. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით პირველი ვიცე-პრემიერი ალიხან ისმაილოვი შეასრულებს. გადამდგარი მინისტრები მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე მოვალეობის შემსრულებლად დარჩებიან.



ყაზახეთის მინისტრთა კაბინეტის გადადგომას წინ უძღოდა გათხევადებული ბუნებრივი გაზის გაძვირების გამო ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან 2 იანვარს დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებმაც სხვა რეგიონებიც მოიცვა.



საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1-ლი იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე (28 ამერიკული ცენტი) გახდა. 4 იანვარს ყაზახეთის მთავრობა ფასის ზედა ზღვრად 50 ტენგეს დადგენას დათანხმდა. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იუწყებოდა, საპროტესტო აქციების მონაწილეებს უკვე ჰქონდათ პოლიტიკური მოთხოვნები, მათ შორის მთავრობის გადადგომა.




4 იანვარს, დემონსტრანტებმა იერიშის მიტანა ყაზახეთის უდიდესი ქალაქის, ალმათის (ყოფილი ალმა-ათა) მერიის შენობაზე სცადეს. შსს-ს ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად ე.წ. ხმოვანი ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს და 200-მდე ადამიანი დააკავეს.




გვიან ღამით, ყაზახეთის პრეზიდენტმა მანგისტაუს ოლქსა და ქალაქ ალმათიში 5-დან 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა.



თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up