„მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით საქართველო NATO-ს წევრ 14 სახელმწიფოს უსწრებს“

„მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით საქართველო NATO-ს წევრ 14 სახელმწიფოს უსწრებს“

access_time2022-07-11 14:25:59

„მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა“,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

  

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსით საქართველომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, 2022 წელს  აღნიშნული ინდექსის მიხედვით, მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით საქართველო NATO-ს წევრ 14 და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის კვიპროსს, ლატვიას, პოლონეთს,  ჩეხეთს, იტალიას, მალტას, სლოვაკეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, მონტენეგროს, ბულგარეთსა და რუმინეთს.


„რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა განახლებული მმართველობის, კეთილსინდისიერების ინდექსები. ეს არის მსოფლიო ინდექსები, რომელიც შემუშავებულია მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის, შეიძლება ითქვას ნომერ პირველი ანალიტიკური ცენტრის The Heritage Foundation- ის გამოკვლევით.  საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა. მეორე, ეს არის ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის, სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსი, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.  მე მინდა ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი. მინდა ასევე გითხრათ, რომ შედარებისთვის, წელს უკვე აღნიშნული ინდექსის მიხედვით, მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ. რამდენიმე ქვეყანა შემიძლია ჩამოვთვალო. ესენია: კვიპროსი, ლატვია, პოლონეთი, ჩეხეთი, იტალია, მალტა, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ხორვატია, მონტენეგრო, ბულგარეთი, რუმინეთი და აშ.., აღარ გავაგრძელებ. შედარებისთვის, მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს, მაშინ, როცა მთელს მსოფლიოს ეუბნებოდნენ და ჩვენს ხალხს ეუბნებოდნენ, თითქოს ნომერ პირველი სახელმწიფო ვიყავით რეფორმებით და შესრულების მხრივ ინდიკატორებით, 69-ე ადგილზე ვიყავით აი ამ ინდექსის მიხედვით. არავითარ საუკეთესო ოცეულზე საუბარი არ იყო მაშინ. ეს უბრალოდ შედარებისთვის და ინფორმაციისთვის, კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


გლობალური მშვიდობის 2022, ანუ წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


„მეორე მნიშვნელოვანი წარმატება და გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი მთავრობის ათწლიანი პოლიტიკის აღიარება - გლობალური მშვიდობის 2022, ანუ წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით კი მსოფლოში პირველ ადგილზე დასახელდა. ესეც სერიოზული აღიარებაა. ამ კვლევაში 163 ქვეყანა მონაწილეობდა და მეორე ადგილზე დასახელება ჩვენი ქვეყნის, არის მართლაც აღიარება იმ სწორი, გონივრული და ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი მთავრობა უკვე ათი წელია ატარებს ჩვენი ხალხისა და მათი ინტერესების დასაცავად. შედარებისთვის, აქაც მინდა გავიხსენო, რომ 2012 წელს ამ რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, საუბედუროდ, იყო  უკანასკნელ ოცეულში, ანუ 163 ქვეყანას შორის 140-ე ადგილზე. ამხელა პროგრესი გვაქვს, სწორედ ისევ და ისევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი გუნდის, მის მიერ დატოვებული „ქართული ოცების სწორი პოლიტიკის შედეგია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up